ფესტივალის ნახევრფინალში აჭარა-ქუთაისი და იბერი-ჰიუნდაი შეხვდებიან

ფესტივალის ნახევრფინალში აჭარა-ქუთაისი და იბერი-ჰიუნდაი შეხვდებიან

11-წლამდელთა საქართველოს მინი-საკალათბურთო ფესტივალზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. საკალათბურთო აკადემიაში გამართული მეოთხედფინალების შედეგან ის 4 გუნდი გაირკვა, რომლებიც ჩემპიონობისთვის და საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებენ.
პირველ მეოთხედფინალში აჭარის ნაკრბმა მძიმე პირველი ტაიმის (18:17) შემდეგ იოლად დაძლია „აქსეს“ წინააღმდეგობა და საბოლოოდ 15 ქულის სხვაობით იმარჯვა. საკმაოდ დაძაბული გამოდგა ფოთის „ირაოსა“ და „ქუთაისის“ დაპირისპირება. საბოლოოდ გამარჯვება იმერუკ კლუბს დარჩა (40:32), რომელიც ნახევარფინალში აჭარლებს შეხვდება.
მეორე ნახევარფინალში „იბერი“ და „ჰიუნდაი“ დაწყვილდნენ. ამ უკანასკნელმა დაძაბულ ბრძოლაში – 38:33 დაამარცხა „რუსთავი“.რაც შეეხებათ იბერის მოთამაშეებს, მათ შედარებით იოლად დაძლიეს „აკადემიის“ წინააღმდეგობა და ოთხეულში შევიდნენ.
ნახევარფინალური მატჩები ხვალ, 5 ივლისს, საკალათბურთო აკადემიაში 14:00 და 15:00 საათზე გაიმართება.
[