ფესტივალზე პირველი ტექნიკური ანგარიში დაფიქსირდა

ფესტივალზე პირველი ტექნიკური ანგარიში დაფიქსირდა

7 ივნისს მინიფესტივალზე 4 მატჩი უნდა გამართულიყო, თუმცა 1 არ ჩატარდა. TBC-სთან სათამაშოდ „ვესტას“ მხოლოდ 3 კალათბურთელი მოვიდა და ცხადია, შეხვედრა არ შედგა. ვესტელებს ტექნიკური წაგება – 0:20 ჩაეთვალა.
 
დანარჩენ მატჩებში ბრძოლები არ შედგა. „ჰიუნდაიმ“ „მართვე“ იოლად დაამარცხა, „აკადემია 2“-მა „დინამო 2“-ს შანსი არ დაუტოვა, ხოლო „აკადემია 1“-მა „ალბიონს“ სძლია.
 
 
 
7 ივნისი. საკალათბურთო აკადემია
მართვე – ჰიუნდაი           16:29 (7:7, 0:9, 4:4, 5:9)
მართვე: დვალაძე (7), ჩარბაძე (7)
ჰიუნდაი: ჯახია (6), გრძელიძე (6)
 
დინამო 2 – აკადემია 2    11:28 (3:7, 2:7, 2:10, 4:4)
დინამო: კიკონიშვილი (4), კასაბური (4)
აკადემია: ოჩხიკიძე (7), ბახტაძე (6), ვახანია (6)
 
ალბიონი – აკადემია                 12:36 (3:4, 0:18, 5:8, 4:6)
ალბიონი: რუბაშვილი (6), ჭიჭვეიშვილი (5)
აკადემია: ქროული (11), გოდერძიშვილი (10), სიმონიშვილი (7)
 
ვესტა – TBC           0:20