ფიბა–ევროპამ ევროკალენდარი და გათამაშების ფორმატი დაადგინა

ფიბა–ევროპამ ევროკალენდარი და გათამაშების ფორმატი დაადგინა

სანამ ფიბა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს კალათებში განთესდეს, ამ შეჯიბრის კალენდარი და შესაბამისად გათამაშების სისტემა გამოაქვეყნა. თავდაპირველი ინფორმაციით ევროპის ჩემპიონატი 3 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ამ თარიღმა აგვისტოში გადმოიწია. ახალი ინფორმაციით, კონტინენტის პირველობას ლიტვა 2010 წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე უმასპინძლებს.
 
24 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდება და მომდევნო ეტაპზე 3–3 საუკეთესო გავა. ამის შემდეგ შეიქმნება 2 6–გუნდიანი ჯგუფი და 4–4 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა.
ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა 25 იანვარს ვილნიუსში გაიმართება, მანამდე კი ფიბა–ევროპამ მონაწილე გუნდები კალათბში უნდა განთესოს.