ფიბა–ევროპამ ქართველი მსაჯ–კომისრები თამაშებზე გაანაწილა

ფიბა–ევროპამ ქართველი მსაჯ–კომისრები თამაშებზე გაანაწილა

ქართველ მსაჯ–კომისრებს მორიგი დანიშვნები ჩამოუვიდათ ფიბა–ევროპიდან. იანვრის თვეში ევროპულ ასპარეზზე კვლავ მერაბ რატიშვილი და მაკა კუპატაძე იქნებიან დაკავებულნი.
 
მაკა კუპატაძე 19 იანვარს, ქალთა ევროლიგის მატჩზეა არბიტრად მიწვეული. ერთმანეთს პოლონური ლოტოს გდინია და და ესპანური „რივას ეკოპოლისი“ შეხვდებიან.
 
რაც შეეხება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან მერაბ რატიშვილს, იგი კაცთა ევროჩელენჯის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩზეა კომისრად მიწვეული. რატიშვილი მეტად საპასუხისმგებლო მატჩზე იქნება კომისრად – ერთმანეთს 2 ებრაული კლუბი: „ბარაკ ნეთანია“ და ჰაიფას „მაკაბი“ ხვდებიან.