ფიბა-ევროპის ვიცე-პრეზიდენტი თბილისში

ფიბა-ევროპის ვიცე-პრეზიდენტი თბილისში

თბილისი 2015-ის ფარგლებში საქართველოს დედაქალაქში ჩამოსულია ფიბა-ევროპის ვიცე-პრეზიდენტი სირილ კუმანსი, რომელიც კურირებას უწევს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საკალათბურთო ტურნირებს. კუმანსი გახლდათ ფიბა-ევროპას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მას შემდეგ, რაც ოლაფურ რაფნსონი გარდაიცვალა. ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ის ფიბა-ევროპის ვიცე-პრეზიდენტია. კუმანსს დაგეგმილი აქვს საქმიანი შეხვედრები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძესთან და ფედერაციის ხელმძღვანელობასთან.