კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიბა) ინიციატივით გამოიცა საკალათბურთო სახელმძღვანელო ახალგაზრდა გოგონებთან და ვაჟებთან მომუშავე მწვრთნელებისთვის.
ამ სახელმძღვანელოს შექმნაში მუშაობდნენ კალათბურთის მწვრთნელთა ევროპისა და მსოფლიო ასიოციაციები. მის გადმოქართულებაში და გამოიცემაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს. სახელმძღვანელოში დეტალურადაა აღწერილი ვარჯიშების სპეციფიკა, კომბინაციები თუ ნებისმიერი დეტალი, რაც ახალგაზრდებთან მუშაობაში აუცილებელია ნებისმიერი მწვრთნელისთვის. აღნიშნულ ელექრტონულ წიგნში დეტალურადაა განხილული ასევევე მინი–კალათბურთის თავისებურებები და იგი ამ სფეროში მოსაქმიანე მწვრთნელთათვისაც მეტად სასარგებლო სახელმძღვანელოა.
აქ ბმულზე დაკლიკვით შეგეძლებათ აღნიშნული წიგნის სრულად გაცნობა: „კალათბურთი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის – სახელმძღვანელო მწვრთნელებისთვის“
შებიშვნა: წიგნის გასახსნელად თქვენს კომპიუტერში ჩაწერილი უნდა იყოს პროგრამა ADOBE RIDER