ფიბას თასის ფლეი ოფში ცინცაძის გუნდმა პირველი თამაში მოიგო

გაიმართა ფიბას თასის მეოთხედფინალური რაუნდის პირველი შეხვედრები.
გიორგი ცინცაძემ და მისმა “როკმა” საკუთარ მოედანზე 78:75 რუსული “ურალ გრეიტი” დაამარცხეს და ამ გამარჯვებაში საკმაოდ დიდი როლი ქართველმა უაკანახაზელმაც ითამაშა.
 
ცინცაძემ 36 წუთში (თავის გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი) 16 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა და ამდენივე ჩაჭრა დააგროვა, ხოლო მისმა გუნდმა კი მეტოქეზე 10 შეცდომით ნაკლები (12:22) დაუშვა.
გიორგიმ 8 საშუალო ტყორცნიდან 4 გამოიყენა და 3 სამქულიანიდან 1 შეასრულა ზუსტად. მის გუნდში 18 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო ესტონეთის ნაკრების წევრი ტაინი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.