ფოთელი 13-წლამდელები მესამე ადგილზე გავიდნენ

ფოთელი 13-წლამდელები მესამე ადგილზე გავიდნენ

13-წლამდელთა ჩემპიონატში მესამე ადგილის მფლობელი ფოთის „ირაო 2“ გახდა. ზღვისპირელებმა დღეს საკუთარ მოედანზე „აკადემია 1“ 76:70 დაამარცხეს და ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონენ.
ფოთელებმა მშვენივრად ჩაატარეს რეგულარული ჩემპიონატი, თუმცა წარმატების მისაღწევად პლეი ოფში ძალები აღარ დარჩათ. ნახევარფინალური სერია ფოთელებმა „ჰიუნდაი 1“-თან 0:2 წააგეს. რაც შეეხება აკადემიელებს, მათ ფინალში გასასვლელი სერია „კარდინალებთან“ დათმეს. 
მაშ ასე, ფოთელებმა ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულეს. ფინალური სერია 3 ივნისს დაიწყება. ტიტულისთვის ერთმანეთს „ჰიუნდაი 1“ და „კარდინალები“ დაუპირისპირდებიან.