პოლონეთი ბელგიასთან დამარცხდა და მე-3 ადგილისთვის საქართველოს შეხვდება

პოლონეთი ბელგიასთან დამარცხდა და მე-3 ადგილისთვის საქართველოს შეხვდება

პოლონეთის ქალაქ ვლოცლავეკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე „ანვილ ჩელენჯზე“ მოულოდნელობები მოხდა. ჯერ იყო და, შვედეთთან ფავორიტად შერაცხული საქართველო დამარცხდა, ხოლო შემდეგ მთავარი მოულოდნელობა მოხდა: მასპინძელი პოლონეთი საწყისი წუთების შემდეგ მთელი თამაშის მანძილზე ამარცხებდა ბელგიას და მატჩის ბოლო წუთებზე წააგო – 55:58.

შესაბამისად, 25 აგვისტოს გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: ფინალში ბელგია და შვედეთი ითამაშებენ (17:30), ხოლო მესამე ადგილისთვის პოლონეთი საქართველოს შეხვდება. პოლონელებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ბელგიელებს მოუგებდნენ და თავიანთი მატჩი ადგილობრივი დროით 20:00 საათისთვის დაგეგმეს. ახლა კი, როცა ბელგიასთან დამარცხდნენ, დრო ვერ შეცვალეს და „ანვილ ჩელენჯზე“ ჯერ ფინალი გაიმართება, შემდეგ კი მატჩი მესამე ადგილისთვის.
პოლონელებს არ ჰყავთ მარცინ გორტატი, ადამ კარნევსკი და არც სახელიანი ნატურალიზებული ამერიკელი მოეძევებათ. გუშინდელ მატჩში საუკეთესო შედეგი ადამ ვაჩინსკიმ აჩვენა, რომელმაც 12 ქულა მოაგროვა. 9 ქულა ჟუშის ანგარიშზეა, სოკოლოვსკიმ კი პოლონელებს 8 ქულა შემატა.
საქართველოსა და პოლონეთის მატჩის ტრანსლაცია იწარმოებს პოლონურ კომერციულ არხზე polsat sport HD და მისი ნახვა ინტერნეტმომხმარებლისთვის ფასიანია (4.90 ზლოტი): http://www.ipla.tv/live