იგორ კოკოშკოვი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
„ვულოცავ პოლონეთის ნაკრებს და მის მწვრთნელ იგორს. ეს იყო კარგი კალათბურთი, პოლონელებმა ამ საღამოს უკეთესად ითამაშეს, ხოლო ჩვენ შეტევაში ვერ ვიყოჩაღეთ. დაცვაზე კარგად გავისარჯეთ, სასაყვედურო ბევრი არაფერი მაქვს ჩვენი გუნდისთვის, მაგრამ შეტევით არ ვარ კმაყოფილი. გვქონდა ჩვენი მონახაზი, რომლის ბოლომდე განხორციელებაში პოლონელებმა შეგვიშალეს ხელი. თამაშიდან 64 ტყორცნა შევასრულეთ და მხოლოდ 28 ჩავაგდეთ, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მასპინძლებმა დღევანდელი მოგება დაიმსახურეს. რაც შეეხება ფაჩულიას, მას ბულგარეთთან მატჩის შემდეგ მუხლი აწუხებდა. ამიტომ, ორი ვარჯიში გამოტოვა. საბედნიეროდ, ამ შეხვედრამდე ცოტა მომჯობინდა და მოედანზე გამოსვლა შეძლო. პოლონელები უფრო კარგად ახორციელებდნენ სწრაფ შეტევებს, ჩვენ კი მეტი ბურთი დავკარგეთ. ჩვენ ყოველ მატჩში უნდა ვეცადოთ, რომ თამაში დავხვეწოთ და წინ ვიაროთ“.
მანუჩარ მარკოიშვილი (ქართველი ფორვარდი):
„პოლონელები უკეთ გამოიყურებოდნენ დღეს, მათ ჩვენზე გაცილებით აგრესიულად ითამაშეს. ჩვენ 2 სასიამოვნო რამეზე შეგვიძლია ლაპარაკი. პირველი ის, რომ ბოლომდე ვიბრძოდით და პოლონეთს არ დავნებდით, რაც სამომავლოთ კარგი ნიშანია. მეორე ის, რომ ზაზა ფაცულიამ ტრავმასთან ორგღიანი ჭიდილის შემდეგ მოედანზე გამოსვლა შესძლო და ეს ფაქტორი ძალიან დაგვეხმარა. ჩვენ უნდა მოვუმატოთ თამაშს, რათა ფინალურ ეტაპზე გავიდეთ“.
იგორ გრიშჩუკი (პოლონეთის მთავარი მწვრთნელი):
„წინა შეხვედრაში ბელგიელების დამარცხების შემდეგ ჩვენ გვჯეროდა, რომ კარგად ვითამაშებდით და ეს ასეც მოხდა. ჩვენ საქართველოში 19 ქულით წავაგეთ და ვიცოდით, რომ ეს დეფიციტი აღმოსაფხვრელი გვქონდა. სამწუხაროდ, ეს არ გამოგვივიდა. ბოლო მეოთხედში ჩვენმა უპირატესობამ 16 ქულას მიაღწია, თუმცა ჩვენ რისკზე წასვლამ არ გაგვიმართლა, არაერთი შორი სროლა ავაცილეთ. ისე კი მოვიგეთ და შედეგით კმაყოფილი ვარ“.