პოლონეთის დამარცხებამ ხორვატიასთან იმედი ჩაგვისახა (VIDEO)

პოლონეთის ნაკრების დამარცხებით საქართველოს ნაკრები უცხოელი ექსპერტების თვალში ხომ ამაღლდა და თავად გუნდის წევრებსაც დიდი სტიმული მიეცათ. თუკი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მომავალზე არავის საუბრობდა, პოლონეთის დამარცხებამ ყველას იმედი ჩაუსახა. დღეს ხორვატიის ნაკრებთან უმნიშვნელოვანესი მატჩია, რომელის დაწყებამდეც გუნდის წევრები საბრძოლოდ და იმედიანად არიან განწყობილნი. მოვუსმინოთ გუშინდელი მატჩის გამორჩეულ მოთამაშეებს, გიორგი შერმადინს და ვიქტორ სანიკიძეს