პოლონეთის ნაკრების მწვრთნელმა გაფართოვებული შემადგენლობა დაასახელა

პოლონეთის ნაკრების მწვრთნელმა გაფართოვებული შემადგენლობა დაასახელა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე პოლონეთმა გაფართოვებული შემადგენლობა დაასახელა. ერთი პერიოდი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაკრებში თამაშზე უარს ამბობდნენ ლიდერები – მარცინ გორტატი და მაციე ლამპე, თუმცა პოლონელებმა თავი ყველა სასურველ და ღირსეულ კანდიდატს მოუყარეს.
 
პოლონეთის ნაკრების გერმანელმა მწვრთნელმა დირკ ბაუერმანმა ნატურალიზებულ კალათბურთელთაგან არჩევანი ტომას კელატიზე შეაჩერა. ამასთან, აღიარებულ და ვეტერან კალათბურთელებთან ერთად ბაუერმანმა ეროვნულ გუნდში 20-წლამდელთა ნაკრების წევრებს – პრემისლავ კარნევსკის, მატეუშ პონიტკას, ტომაშ გიელოს და მიხალ მიხალაკს უხმო.
 

პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:
დირკ ბაუერმანი და დრზეგორშ ბაჩანსკი
 
პოლონელები შეკრებას 23 ივლისს იწყებენ, ხოლო პირველ მოსამზადებელ მატჩს 7 აგვისტოს გამართავენ. როგორც პოლონელთა ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა მარცინ ვიდომსკიმ განაცხადა, ეს შემადგენლობა საბოლოო არაა და შესაძლებელია, ნაკრებში ახალი სახეები გამოჩდნენ.
 
პოლონეთის ნაკრების გაფართოვებული შემადგენლობა:
ადამ ჰრიჩანიუკი (ვალენსია ბასკეტი, ესპანეთი), მიხალ იგნერსკი (ბანკო დი სარდინია სასარი, იტალია), პრჟემისლავ კარნოვსკი (გონზაგა, NCAA), ტომას კელატი (ვალენსია ბასკეტი, ესპანეთი), ლუკაშ კოშარეკი (ზიელონა გორა), დამიან კულიგი (ტუროვი), მიხაელ ჩილინსკი (ტუროვი), ალექსანდერ ჩიზი (ასეა რომა, იტალია), იაკუბ დლონიაკი (ტარნობრჟეგი), ტომაშ გიელო (ლიბერტი, NCAA), მარცინ გორტატი (ფინიქს სანზი, NBA), მაციე ლამპე (კახა ლაბორალ ვიტორია, ესპანეთი), მიხალ მიხალაკი (ტრეფლ სოპოტი), პიოტრ პამულა (ასეკო პროკომ გდინია), მატეუშ პონიტკა (ასეკო პროკომ გდინია), შიმონ შევჩიკი (უმანა რეიერ ვენეცია, იტალია), კრჟიშტოფ შუბარგა (ანვილი), ადამ ვაჩინსკი (ტრეფლ სოპოტი), ლუკაშ ვიშნიევსკი (კოშალინი), იაკუბ ვოიჩიეხოვსკი (ტორინო, იტალია), პრჟემისლავ ზამოისკი (ასეკო პროკომ გდინია).