პორტუგალიაში გამარჯვება… (ვიდეო)

პორტუგალიაში გამარჯვება… (ვიდეო)

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიაში თავის არსებობის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მატჩი ჩაატარა. ის, რომ მატჩი დამატებით დროში გადავიდა, შეხვედრის დრამატულობაზე მიუთითებს. ამასთან, ქართველებმა პირველი ნახევარი 19 ქულით წააგეს, მეორე პერიოდის შუაწელში კი სულაც 23 ქულით ჩამორჩებოდნენ.
 ასე დიდი დეფიციტი ქართველებს არასდროს არ აღმოუფხვრიათ. პორტუგალიაში დიდი მობილიზების, ბრძოლისა და შეუპოვრობის ხარჯზე ქართველებმა თამაშის შემობრუნება მოახერხეს და დაატებით დროში მასპინძლები 1 ქულის სხვაობით – 91:90 დაამარცხეს. ეს მატჩი ალბათ დიდი ხანი ემახსოვრებათ ქართველ გულშემატკივრებს – მათ შორის პორტუგალიაში საქართველოს ელჩს, გიორგი გორგილაძეს, რომელიც ოვარში გამართულ შეხვედრას დაესწრო, ინერვიულა და  ბოლოს ქართველებს გამარჯვება მიულოცა.