პორტუგალიასთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია (ვიდეო)

პორტუგალიასთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია (ვიდეო)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიასთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. იგორ კოკოშკოვის გუნდის ვარჯიში ოვარში, „დოლჩე ვიტას“ დარბაზში 16:00 საათზე დაიწყო. მეორე დღეს, 17 აგვისტოს, სწორედ ამ დროს დაიწყება საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებთა საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩი.
დღევნდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია ნიკა მეტრეველს, რომელსაც მუხლი აწუხებს. მეტრეველი მსუბუქად, ფიტიკური მომზადების მწვრთნელის მეთვლყურეობით, ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. ის ხვალინდელი მატჩის განაცხადში არ იქნება.
უკვე ცნობილია იმ 12 კალათბურთელის ვინაობა, რომლებიც ხვალინდელ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს ნაკრების ვარჯიშს დაესწრნენ პორტუგალიის ამ მხარეში მცხოვრები ქართველები. ისინი ხვალ თამაშზე მოსვლას გეგმავენ. საქართველოს ნაკრებს ხვალ “დოლჩე ვიტას” დარბაზში დაახლოებით 50 ქომაგი ეყოლება.