საქართველოს ჩემპიონატი ქალთა გუნდებს შორის. მე–5 ტური. თბილისი. 18–20 მაისი
18 მაისი
თსუ – ქუთაისი 92:83
გორი – ზესტაფონი 54:73
19 მაისი
თსუ – გორი 64:36
ქუთაისი – ზესტაფონი 46:49
20 მაისი
თსუ – ზესტაფონი 76:54
ქუთაისი – გორი 74:43
დღეს დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ქალთა გუნდებს შორის. ყველაფერი ისე მორჩა, როგორც ბოლო წლების ჩემპიონატებში – ანუ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის გამარჯვებით.
ჩემპიონატის პირველ ნახევარში თსუ–მ ორჯერ წააგო „ზესტაფონთან“ და ერთი პერიოდი ცხრილში მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა, თუმცა შემდეგ ელდარ კაპანაძის გუნდმა ძალები მოიკრიბა, თსუ–ელებს ტრავმირებული ლიდერები გამოუჯანმრთელდნენ და ყველაფერი მათ სასიკეთოდ დასრულდა.
ჩემპიონატის ბოლო, მე–5 წრეს თბილისმა უმასპინძლა. საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გამართული შეხვედრები თსუ–მ წაუგებლად დაასრულა – სამივე მეტოქეს იოლად მოუგო და ჩემპიონობა გაინაღდა.
მეორე ადგილზე გავიდა ზესტაფონის გუნდი, რომელმაც საქართველოს თასის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ბოლო წლებში ასეა: ჩემპიონატში პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები ერთმანეთში თასს ათამაშებენ. ქალთა თასის ფინალი 25 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება – სწორედ იმ დღეს, როცა ვაჟები სუპერთასს გაითამაშებენ.
თსუ 15 13 2 +278 28
ზესტაფონი 15 10 5 +101 25
ქუთაისი 15 7 8 +144 22
გორი 15 0 15 –523 15
თსუ – ზესტაფონი. ელდარ კაპანაძე თსუ–ს მოთამაშეებს დარიგებას აძლევს
თსუ–ს კაპიტანი ნათია აბულაძე საჩემპიონო თასით კალათბურთის
ფედერაციის გენმდივანმა მერაბ რატიშვილმა დააჯილდოვა