ქალთა ჩემპიონატი: თსუ ჩემპიონობის ზღვარზე

საქართველოს ჩემპიონატი ქალთა გუნდებს შორის. მეოთხე წრე. 22–24 აპრილი. ქუთაისი
 
22 აპრილი
თსუ – გორი 77:60
21:12 26:8 16: 14:19
ქუთაისი – ზესტაფონი     71:62
17:16 16:21 15:16 23:9
 
23 აპრილი
ზესტაფონი – გორი   89:45
17:3 13:16 26:14 33:12
ქუთაისი – თსუ         59:85
14:19 23:30 10:17 12:19
 
24 აპრილი
თსუ – ზესტაფონი 94:54
18:8 20:13 31:15 25:18
ქუთაისი – გორი     92:37
31:10 25:5 21:14 8:15
 
ქალთა ჩემპიონატის მორიგ ტურს ქუთაისმა უმასპინძლა. ბოლო დროს მოღონიერებული და ცხრილში დაწინაურებული „ზესტაფონი“ თსუ–მ და „ქუთაისმაც“ კი დაამარცხა და ჩემპიონობის შანსი დაუკარგა.
ქუთაისურ ტურამდე პირველ ადგილზე ზესტაფონელები იყვნენ, რომლებმაც ბოლო 2 შეხვედრაში ქვეყნის უცვლელ ჩემპიონ თსუ–ს მოუგეს და პირველობის ამბიცია გაუჩნდათ. სახელმწიფო უნივერსიტეტელებმა გასული ტურისთვის მობილიზაცია გამოაცხადეს და ყველა რჩეულ მოთამაშეს უხმეს. თუმცა თსუ სანამ შეხვდებოდა, „ზესტაფონს“ მასპინძელმა ქუთაისმაც მოუგო (ქუთაისელებმა წინა ტურშიც მოუგეს ზესტაფონელებს).
ასე და ამგვარად, თსუ–მ ოფიციალურად არა, მაგრამ პრაქტიკულად გაინაღდა ჩემპიონობა. დარჩენილ ბოლო წრეში სტუდენტებს ერთი გამარჯვება სჭირდებათ, რომ ნებისმიერი მეტოქისთვის მიუწვდომლები გახდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ჩემპიონატს უპირობო აუტსაიდერი ჰყავს, რომელმაც მოგების გემო არ იცის, თსუ–თა პირველობა ეჭვს აღარ იწვევს.
 
თსუ                 12        10         2         +219   22
 
ზესტაფონი     12         8          4         +101    20
 
ქუთაისი          12         6          6         +125   18
 
გორი                12         0          12       –445   12