საქართველოს ჩემპიონატი ქალთა შორის. მესამე წრე. თბილისი. 22–24 მარტი
22 მარტი
თსუ 68:51 ქუთაისი
15:10 15:20 19:11 19:10
თსუ: ცხადაია (24), სიდამონიძე (5), ჟღენტი (7), ფუტკარაძე (10), წიქორიძე (13), კიკაბიძე (2), გოლოშვილი (2), ურუშაძე (2), რამიშვილი (3)
ქუთაისი: გაბრიაძე (4), ალანია (20), მ. ჟორჟოლიანი (21), ბაძგარაძე (4), ნ. ჟორჟოლიანი (2)
გორი 37:69 ზესტაფონი
4:7 9:25 11:18 13:19
გორი: ზეინკლიშვილი (15), გათიაშვილი (13), თაზიაშვილი (2), ბეთლემიძე (2), კალიჭაშვილი (3), შენგელია (2)
ზესტაფონი: მანჩხაშვილი (24), სირბილაძე (16), ხუსკივაძე (9), კუპატაძე (4), ქ. მოდებაძე (2), მეტრეველი (4), თ. მოდებაძე (4), კვირიკაძე (2), ს. შენგელია (4)
23 მარტი
ქუთაისი 79:72 ზესტაფონი
16:12 16:23 30:14 17:23
ქუთისი: ჭურაძე (40), ჟორჟოლიანი (14), ალანია (8), ჯანაშია (6), მაღლაკელიძე (9), ბაძგარაძე (2)
ზესტაფონი: იორაშვილი (15), ს. შენგელია (1), სირბილაძე (20), მანჩხაშვილი (10), ხუსკივაძე (16), ვაჭარაძე (4), ქ. მოდებაძე (4), კვირიკაძე (2)
თსუ 79:47 გორი
14:10 18:9 26:21 21:7
თსუ: რამიშვილი (10), ჟღენტი (6), ფუთკარაძე (14), წიქორიძე (8), ურუშაძე (12), კაკულია (2), კიკაბიძე (8), გელოვანი (2), ძამისტარაშვილი (6), ცხადაია (6), გოლოშვილი (5)
გორი: გათიაშვილი (20), თაზიაშვილი (18), ზეინკლიშვილი (7), თასოშვილი (2)
24 მარტი
თსუ 52:58 ზესტაფონი
15:8 9:16 15:15 13:9
თსუ: ჟღენტი (8), ფუტკარაძე (17), ცხადაია (10), წიქორიძე (8), სიდამონიძე (5), რამიშვილი (4)
ზესტაფონი: ვაჭარაძე (7), იორაშვილი (13), მანჩხაშვილი (5), ს. შენგელია (8), სირბილაძე (23), ხუსკივაძე (2)
გორი 17:65 ქუთაისი
5:18 4:16 4:12 4:19
გორი: გათიაშვილი (11), ზეინკლიშვილი (2), თაზიაშვილი (1), ბეთლემიძე (1), კალიჭაშვილი (2)
ქუთაისი: ღაღანიძე (7), ბენდელიანი (16), გაბრიაძე (10), მაღლაკელიძე (4), ალანია (10), ნ. ჟორჟოლიანი (10), ჯანაშია (8)
22–24 მარტს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართა ქალთა ჩემპიონატის მესამე წრე. ტურნირის მონაწილე 4 გუნდი თითოჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და არც ამჯერად გამოიკვეთა ერთპიროვნული ლიდერი. ცხრილის სათავეში ისევ ორხელისუფლიანობაა, თუმცა პირადი შეხვედრების ხარჯზე ზესტაფონელები პირველობენ, რომლებმაც უკვე მეორედ მოუგეს საქართველოს ბოლო წლების უცვლელ ჩემპიონ თსუ–ს.
საერთოდ, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქალთა ჩემპიონატში გამოკვეთილი ლიდერი აღარ არსებობს. თსუ–ს მომგები „ზესტაფონი“ ქუთაისელებმა დაამარცხეს, ხოლო ქუთათსურებს თსუ–მ მოუგო.
ქუთაისელები განსაკუთრებით ემზადებოდნენ მეზობელ „ზესტაფონთან“ შეხვედრისთვის. მხოლოდ „იმერული დერბის“ სათამაშოდ ჩამოვიდა თბილისში მუხლნაოპერაციები და ამის გამო კალათბურთისთვის თავდანებებული ქეთი ჭურაძე. მიუხედავად იმისა, რომ მუხლი აწუხებდა და უვარჯიშებელი იყო, ტანმაღალმა ჭურაძემ 40 ქულა მიითვალა, რასაც მადონა ჟორჟოლიანმა 24 მიაბა და ქუთაისელებმა მათთვის პრინციპული მეტოქე დაამარცხეს.
ზესტაფონელებს, თავის მხრივ, თსუ–სთან ჰქონდათ მთავარი ბრძოლა და მათ საწადელს მიაღწიეს კიდეც. დაძაბული მატჩი „ზესტაფონმა“ 58:52 მოიგო და ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა. მომდევნო ტური აპრილის შუა რიცხვებში გაიმართება და სწორედ მის შემდეგ გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი.
ზესტაფონი 7 7 2 +106 11
თსუ 7 7 2 +136 11
ქუთაისი 7 4 5 +87 8
გორი 7 0 9 –329 6
თსუ – ზესტაფონის ფოტოები: