საქართველოს ჩემპიონატი ქალთა შორის. მეორე წრე. ზესტაფონი. 22–24 თებერვალი
22 თებერვალი
ქუთაისი – გორი 100:58
ზესტაფონი – თსუ 57:54
23 თებერვალი
თსუ – გორი 83:52
ზესტაფონი – ქუთაისი 64:62
24 თებერვალი
თსუ – ქუთაისი 78:67
ზესტაფონი – გორი 85:29
დღეს დასრულდა საქართველოს ქალთა ჩემპიონატის მორიგი, ზესტაფონის წრის მატჩები. 22–24 თებერვალს იმერეთის ამ ქალაქმა მიმდინარე ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლა. 4 გუნდი (ქუთაისი, გორი, ზესტაფონი და თსუ) ერთმანეთს თითოჯერ შეხვდნენ.
პირველი წრე 23–25 იანვარს ქუთაისში ჩატარდა და მაშინ სამივე მატჩი თსუ–მ მოიგო. ახლა კი ჯერი ზესტაფონზე მიდგა და მასპინძლებმაც თავი არ შეირცხვინეს. თემურ ჯაშიაშვილის გაწვრთნილ ზესტაფონელებს 22 თებერვალს პირველივე მეტოქედ ლიდერი და ბოლო წლების უცვლელი ჩემპიონი თსუ შეხვდათ. დაძაბული ბრძოლის შედეგად მასპინძლებმა 57:54 იმარჯვეს.
რაკი ლიდერს მოუგეს, მასპინძლებს დარჩენილი მეტოქეების ძლევაც არ უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ მეზობელ ქუთაისელებთან „ზესტაფონს“ ძალიან გაუჭირდა, თუმც საბოლოოდ 64:62 მოიგო და დღეს გორელების ძლევით საკუთარ ქალაქში გამართული სამდღიანი ტური მოიგო.
ცხრილს 2 ლიდერი ჰყავს, თუმც ნომინალურად კვლავ თსუ ლიდერობს, რომელმაც „ზესტაფონს“ პირველ, ქუთაისში გამართულ წრეში 24 ქულით მოუგო და ურთიერთშეხვედრების ხარჯზე უსწრებს.
ზესტაფონში ნამდვილი საკალათბურთო ბუმია, მომდევნო წრე კი თბილისში, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს გაიმართება.
თსუ 6 5 1 +93 11
ზესტაფონი 6 5 1 +75 11
ქუთაისი 6 2 4 +49 8
გორი 6 0 6 –217 6
ბოლო წლების ჩემპიონ თსუ–ს ამ სეზონში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა