გიორგი ცინცაძემ მარკუს ბრაუნი დაჩრდილა
ესტონეთიგიორგი ცინცაძე (როკი)
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ცინცაძე და მისი “როკი” ბალტიის თასის გათამაშებაზე კაუნასის “ჟალგირისთან” 77:87 დამარცხდა, ეს იყო საქართველოს ნაკრების უკანახაზელის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი მის კარიერაში.
ცინცაძეს ევროპის ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული უკანახაზელის, მარკუს ბრაუნის წინააღმდეგ თამაში მოუხდა და ქართველმა მოთამაშემ ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა ყველაზე.
35 წუთში მან 17 საშუალო სროლიდან 10 გამოიყენა, რვავე საჯარიმო უნაკლოდ შეასრულა და საბოლოოდ, 28 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა გუნდს. რაც შეეხება ბრაუნს, ცსკა-ს ყოფილმა წევრმა 31 წუთში 15 ქულა, 3 ზუსტი პასი, 1 მოხსნა და ერთიც ჩაჭრა მოიმკო და მარგი ქმედების კოეფიციენტის მხრივ, ქართველს საკმაოდ ჩამორჩა (16/31).
თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში “როკი” დიდი სხვაობით აგებდა, თუმცა ბოლო მეოთხედში ცინცაძის საშუალო გდებით ესტონელები მეტოქეს 2 ქულამდე (66:68) მიუახლოვდნენ. სამწუხაროდ, საბოლოოდ, უფრო გამოცდილმა და ბევრად უკეთ დაკომპლექტებულმა “ჟალგირისმა” იმარჯვა.
2008 წლის სეზონში ეს “როკის” პირველი წაგება გახლდათ. ბალტიის თასზე გუნდს 14 შეხვედრიდან მხოლოდ 5 აქვს მოგებული და 10 გუნდში ესტონელები მეშვიდე პოზიციაზე იმყოფებიან. “ჟალგირისი” ერთი წაგებით მეორე ადგილზეა, ხოლო სატურნირო ცხრილში კი ლიდერობს კიდევ ერთი ლიტვური გუნდი, “ლიეტუვოს რიტასი”.
იტალიანიკოლოზ ცქიტიშვილი (ტერამო)
მეოცე ტურის შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ტერამომ”, რომელმაც საკუთარ მოედანზე 92:74 დაამარცხა “არმანი ჯინსი”. თუ პირველი მეოთხედი სტუმრებმა 18:13 მოიგეს, ამის მერე უპირატესობას მთლიანად მასპინძლები დაეუფლნენ და ბოლო მეოთხედის წინ “ტერამო” უკვე 7 ქულას (68:61) უგებდა ევროლიგის მონაწილე მეტოქეს.რაც შეეხება ცქიტიშვილს, ნიკასთვის ეს საუკეთესო შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა – მან მოედანზე მხოლოდ 9 წუთი გაატარა და ამ დროში ერთადერთი ორქულიანი გამოიყენა და პირადი აქტივი ასევე 2 მოხსნით შეავსო. ცქიტიშვილი კვლავ სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა.
ტერამო: 20 მატჩი, 9:11, X ადგილი.ნიკოლოზ ცქიტიშვილი: 19 მატჩი (19 სასტარტოში), 11.1 ქულა, 5.0 მოხსნა, 0.7 შედეგიანი გადაცემა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ესპანეთიტაირონ ელისი (კახასოლი)
“ხირონასთან” გასვლით შეხვედრაში “კახასოლმა” მნიშვნელოვანი და მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა. ტაირონ ელისმა და მისმა თანაგუნდელებმა საბოლოოდ, 69:67 იმარჯვეს, ხოლო საქართველოს ნაკრების წევრის საამმატჩო სტატისტიკა კი შემდეგნაირი გახლდათ – 36 წუთი, 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა. ელისმა თამაშიდან 9/3 სროლა გამოიყენა და ორივე საჯარიმო ტყორცნა უშეცდომოდ შეასრულა.ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 18 ქულა, მარკ გასოლმა დააგროვა.
კახასოლი: 18 მატჩი, 5:13, XVI ადგილი.ტაირონ ელისი: 18 მატჩი (18 სასტარტოში), 12.7 ქულა, 3.0 მოხსნა, 2.6 შედეგიანი გადაცემა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
უკრაინამანუჩარ მარკოიშვილი (კიევი)
კიდევ ერთი, ზედიზედ მე-15 გამარჯვება მოიპოვა მანუჩარ მარკოიშვილის “კიევმა”, რომელმაც უკრაინის ჩემპიონატის მორიგ ტურში “სუმიხიმპრომს” 87:66 აჯობა.ღოგორც წესი, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის მონაგარი ამჯერადაც შთამბეჭდავი იყო – მანუმ 25 წუთში 20 ქულა დააგროვა და 5 შორეული ტყორცნიდან 3 გამოიყენა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 3 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა და ერთი ჩაჭრა იყო. მარკოიშვილი გუნდის საუკეთესო მექულე გახდა, მასზე ერთით ნაკლები ქულა კი “კიევის” კაპიტანმა, არტურ დროზდოვმა დააგროვა.
კიევი: 15 მატჩი, 15:0, I ადგილი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
საბერძნეთივლადიმერ ბოისა (არისი)
ვლადიმერ ბოისამ საბერძნეთის ჩემპიონატში “არისის” შემადგენლობაში თავისი მეორე შეხვედრა ჩაატარა და პაოკის 83:73 დამარცხებაში თავის გუნდს 5 ქულითა და ამდენივე მოხსნით შეეშველა. დერბიში საუკეთესოდ ითამაშა დიმიტრის ცალდარისმა, რომელმა ხუთივე სამქულიანი გამოიყენა და შეხვედრა 22 ქულით დაასრულა.
არისი: 13 მატჩი, 10:3, III ადგილი.