ქართული ლეგიონი

მარკოიშვილის გუნდმა ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვა  ესპანეთიტაირონ ელისი (კახასოლი)
ესპანეთის ჩეპიონატის დღის ერთ-ერთი საინტერესო შეხვედრა ტაირონ ელისისა და მისი “კახასოლის” მონაწილეობით გაიმართა. ელისის გუნდი საკუთარ მოედანზე ესპანური სალუბო კალათბურთის გრანდს, მადრიდის “რეალს” შეხვდა და მატჩის მიწურულს დაშვებული შეცდომების გამო 74:77 დამარცხდა. ბოლო მეოთხედის წინ, მასპინძლები 57:56 იგებდნენ. ელისისთვის ეს შეხვედრა, მიმდინარე რეგულარულში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.საქართველოს ნაკრების წევრმა 19 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა და არაჩვეულებრივად (6/5) შეასრულა სამქულიანი ტყორცნები.
კახასოლი: 16 მატჩი, 4:12, XVI ადგილი.ტაირონ ელისი: 16 მატჩი (16 სასტარტოში), 12.9 ქულა, 3.2 მოხსნა, 2.7 შედეგიანი გადაცემა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
უკრაინამანუჩარ მარკოიშვილი (კიევი)

აგრძელებს დაუმარცხებელ თამაშს უკრაინის ჩემპიონატში მანუჩარ მარკოიშვილის “კიევი”. ზედიზედ მეცამეტე გამარჯვებაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ ამჯერადაც საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა. მისი მონაგარი 12 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო. მანუჩარმა ორივე სამქულიანი უშეცდომოდ შეასრულა და ამდენივე საჯარიმოც უნაკლოდ გამოიყენა. მისმა გუნდმა “ოდესა” 102:79 დაამარცხა. ბოლო მეოთხედი ფორმალობად იქცა, რადგან მანუ და მისი გუნდი 33 ქულას იგებდნენ.
კიევი: 13 მატჩი, 13:0, I ადგილი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.