იტალიანიკოლოზ ცქიტიშვილი (ტერამო)
ნიკოლოზ ცქიტიშვილი და მისი “ტერამო” საკუთარ მოედანზე 79:99 დამარცხდნენ “კანტუსთან”.
ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე რეგულარულში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და 21 წუთში 20 ქულა დააგროვა. მან 7 საშუალო სროლიდან მხოლოდ 1 ვერ გამოიყენა და ორივე საჯარიმო უშეცდომოდ შეასრულა. ცქიტიშვილის ანგარიშზე ასევე 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოვიდა. თავის გუნდში მან ნაყოფიერების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი მიიღო.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ტერამო: 24 მატჩი, 11:13, X ადგილი.ნიკოლოზ ცქიტიშვილი: 24 მატჩი (24 სასტარტოში), 10.9 ქულა, 4.9 მოხსნა, 0.8 შედეგიანი გადაცემა.
ესპანეთიტაირონ ელისი (კახასოლი)
წარმატებით ჩაატარეს “ბილბაოს” წინააღმდეგ თავისი შეხვედრა ტაირონ ელისმა და მისმა “კახასოლმა” და მატჩი 75:72 მოიგეს.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების გამთამაშებელს, ელისმა შეხვედრა შემდეგი სტატისტიკით დაასრულა: 37 წუთი, 23 ქულა, 3 მოხსნა (სამივე შეტევაში) და 2 შედეგიანი გადაცემა. ტაირონმა თამაშიდან 12/8 სროლა გამოიყენა და შეხვედრა 7 ზუსტი სამქულიანით დაასრულა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
კახასოლი: 22 მატჩი, 7:15, XVI ადგილი.ტაირონ ელისი: 22 მატჩი (22 სასტარტოში), 13.1 ქულა, 2.8 მოხსნა, 2.4 შედეგიანი გადაცემა.
უკრაინამანუჩარ მარკოიშვილი (კიევი)
გუნდს არ უთამაშია.
საბერძნეთივლადიმერ ბოისა (არისი)
ვლადიმერ ბოისას “პანათინაიკოსის” წინააღმდეგ შეხვედრაში ქულა არ დაუგროვებია, მისმა თანაგუნდელებმა კი მანამდე დაუმარცხებელ ლიდერს პირველი მარცხი აგემეს და ფავორიტი 82:75 დაამარცხეს.
ამ მოგებაში ყველაზე დიდი როლი ჯერემია მასეიმ ითამაშა, რომელმაც 21 ქულით დაასრულა შეხვედრა. გორდონ ჰერბერტის გუნდი ერთი პირობა 18 ქულითაც (60:42) კი გავიდა წინა, მაგრამ “პანათინაიკოსმა” ჰანდიკაპი 2 ქულამდე დაიყვანა, ბოლოში კი მასპინძლებმა მეტი სიზუსტე გამოვლინეს და შეხვედრა საბოლოო გაარჯვებამდე მიიყვანეს.
არისი: 18 მატჩი, 13:5, III ადგილი.