ესპანეთიტაირონ ელისი (კახასოლი)
ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში, ტაირონ ელისის “კახასოლი” საკუთარ მოედანზე “გრან კანარიასთან” 89:98 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების წევრის ანგარიშზე 22 წუთში 11 ქულა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო. ტაირონმა სამივე საშუალო სროლა გააფუჭა და 5 სამქულიანიდან 3 გამოიყენა. ამასთან ერთად, მან ორივე საჯარიმო სროლა ზუსტად შეასრულა. ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო “კახასოლის” წევრი მიხალ იგნერსკი, რომელმა მატჩი 25 ქულით დაასრულა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
კახასოლი: 21 მატჩი, 6:15, XVI ადგილი. ტაირონ ელისი: 21 მატჩი (21 სასტარტოში), 12.7 ქულა, 2.7 მოხსნა, 2.4 შედეგიანი გადაცემა.
იტალიანიკოლოზ ცქიტიშვილი (ტერამო)
“რიეტისთან” შეხვედრაში საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ტერამომ”, რომელმაც მეტოქე 91:82 დაამარცხა.
ნიკოლოზ ცქიტიშვილის ანგარიშზე 20 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო. ქართველმა ფორვარდმა თამაშიდან 7/3 სროლა გამოიყენა და ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა.
ორივე გუნდში ყველაზე მეტი ქულა “რიეტის” ლიდერმა მორის ფინლიმ მოიპოვა, რომელმაც 32 წუთში 30 ქულა გააკეთა. “ტერამომ” მოხსნებში 44:32 აჯობა ოპონენტს.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ტერამო: 23 მატჩი, 11:12, IX ადგილი.ნიკოლოზ ცქიტიშვილი: 23 მატჩი (23 სასტარტოში), 10.5 ქულა, 5.0 მოხსნა, 0.7 შედეგიანი გადაცემა.
უკრაინამანუჩარ მარკოიშვილი (კიევი)
“კიევმა” კიდევ ერთი, მიმდინარე რეგულარულში ზედიზედ მე-18 გამარჯვება მოიპოვა. მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა ამჯერად გასვლაზე “ბუდიველნიკი” 86:77 დაამარცხა, ქართველი ლეგიონერის მონაგარი კი შემდეგი იყო – 14 წუთი, 2 ქულა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა. მანუმ თამაშიდან ოთხივე სროლა გააფუჭა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
კიევი: 17 მატჩი, 17:0, I ადგილი.
საბერძნეთივლადიმერ ბოისა (არისი)
ვლადიმერ ბოისას “არისი” საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, გასვლაზე აეკთან 62:77 დამარცხდა.
არისი: 16 მატჩი, 11:5, III ადგილი.