ქართული ლეგიონი

ფაჩულიას გუნდი წინ მიიწევს
NBA
ზაზა ფაჩულია (ატლანტა)
აგრძელებს საფლეიოფო საგზურისთვის ბრძოლას ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოქსი”, რომელმაც მორიგ შეხვედრაში გასვლაზე 97:92 “ვაშინგტონ უიზარდსი” დაამარცხა და კიდევ უფრო გაიუმჯობესა მოგება-წაგების მაჩვენებელი.ფაჩულია ამჯერად სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა და 16 წუთში მის ანგარიშზე 3 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება იყო. ჩვენს ცენტრს ერთხელ დაუფარეს და მან თამაშიდან ორივე სროლა არაზუსტად შეასრულა, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან კი ზაზამ ოთხჯერ სცადა ბედი და სამჯერ ივარგა. ამ მოგების შემდეგ ჯორჯიელებმა თავის დივიზიონში მეორე ადგილი დაიკავეს და “ვაშინგტონს” ერთი მოგებით გადაასწრეს.
ატლანტა: 26 მატჩი, 14:12, II ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონში.ზაზა ფაჩულია: 15 მატჩი (5 სასტარტოში), 17.4 წუთი, 6.3 ქულა, 4.5 მოხსნა, 0.4 შედეგიანი გადაცემა, 0.5 ჩაჭრა, 0.1 დაფარება.
მომდევნო მატჩი: 26 დეკემბერი (ატლანტა – ინდიანა)
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
იტალიანიკოლოზ ცქიტიშვილი (ტერამო)
დამარცხდა ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ტერამო”, რომელსაც გასვლაზე, ბოლონიაში, “ლა ფორტეცასთან” ჰქონდა მატჩი. მასპინძლები მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდნენ და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.რაც შეეხება ცქიტიშვილს, მისი მონაგარი შთამბეჭდავი გახლდათ – 24 წუთი, 15 ქულა, 4-ში 2 ზუსტი სამქულიანი, 6 მოხსნა (2 – შეტევაში), 1 შედეგიანი გადაცემა და შეხვედრის ყველა მონაწილეს შორის უმაღლესი ბონუს-მაჩვენებელი – 22. “ლა ფორტეცას” რიგებში 22 ქულით დევორიკ სპენსერი გამოირჩა.
ტერამო: 15 მატჩი, 7:8, XI ადგილი.ნიკოლოზ ცქიტიშვილი: 15 მატჩი (15 სასტაროში), 11.7 ქულა, 4.9 მოხსნა, 0.9 შედეგიანი გადაცემა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ესპანეთიტაირონ ელისი (კახასოლი)
ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ტაირონ ელისის “კახასოლი” დაძაბულ მატჩში, გასვლაზე 76:81 “გრანადასთან” დამარცხდა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 70:70 დასრულდა, დამატებით დროში კი მასპინძლებმა 11:6 აჯობეს მოწინააღმდეგეს და გამარჯვებაც მოიპოვეს. საქართველოს ნაკრების წევრის ანგარიშზე 34 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო. ტაირონმა 8 საქულიანიდან 4 გამოიყენა და 3 საშუალო სროლიდან მხოლოდ ერთხელ ვერ ივარგა.
კახასოლი: 13 მატჩი, 4:9, XIV ადგილი.ტაირონ ელისი: 13 მატჩი (13 სასტარტოში), 12.4 ქულა, 3.4 მოხსნა, 2.6 შედეგიანი გადაცემა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
უკრაინამანუჩარ მარკოიშვილი (კიევი)
უკრაინის ჩემპიონატში დაუმარცხებელია მანუჩარ მარკოიშვილის “კიევი”. მორიგ ტურში, გუნდმა იოლად დაამარცხა “პოლიტექნიკა” 90:78, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა კი ჩვეულად, აქტიურად ითამაშა – 29 წუთში მის ანგარიშზე 12 ქულა, 4 მოხსნა (2 – შეტევაში), 2 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო.მარკოიშვილმა 6 საშუალო სროლიდან 4 გამოიყენა და უარესად შეასრულა შორეული ტყორცნები – 4/1.ამ მოგების მერე, “კიევს” 11 ტურში ამდენივე მოგება დაუგროვდა და მარკოიშვილის გუნდი დამაჯერებლად ლიდერობს ჩემპიონატში.
კიევი: 11 მატჩი, 11:0, I ადგილი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ესტონეთიგიორგი ცინცაძე (როკი)
მორიგი გამარჯვება მოიპივა გიორგი ცინცაძის “როკმა”, რომელმაც ესტონეთის ჩემპიონატის შეხვედრაში ანგარიშით 74:54 “დალკია” დაამარცხეს. გიორგი ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 28 წუთში 6 ქულა, 5 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა დააგროვა. საქართველოს ნაკრების წევრმა 3-3 საშუალო და საჯარიმო ტყორცნიდან 2-2 გამოიყენა, მისმა გუნდმა კი იოლი გამარჯვება მოიპოვა. სატურნირო ცხრილში “როკს” მხოლოდ “კალევი” (17:0) უსწრებს.
როკი: 17 მაატჩი, 14:3, II ადგილი.
რუსეთივლადიმერ ბოისა (სპარტაკ-პრიმორიე)

თავისი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა “სპარტაკ-პრიმორიეს” შემადგენლობაში ვლადიმერ ბოისამ. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 30 წუთში 15 ქულა დააგროვა და თამაშიდან ცხრიდან 5 სროლა (5/3 სამქულიანი) შეასრულა ზუსტად.სამწუხაროდ, ქართველი ფორვარდის აქტიურობა არ გამოდგა საკმარისი საბოლოო წარმატებისთვის და “სპარტაკ-პრიმორიე” გასვლაზე, “უნიქსთან” 64:83 დამარცხდა. ვლადიმერ ბოისას ანგარიშზე ასევე 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
სპარტაკ-პრიმორიე: 11 მატჩი, 3:8, XI ადგილი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.