გიორგი ცინცაძემ “როკს” მოაგებინა
იტალიანიკოლოზ ცქიტიშვილი (ტერამო)
“ტერამო” იტალიის ჩემპიონატის უკანასკენლი ტურის შეხვედრაში გასვლაზე “სკავოლინისთან” 77:81 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წევრი ნიკოლოზ ცქიტიშვილი სასტარტოში იყო და საბოლოოდ, 23 წუთში მის ანგარიშზე 6 ქულა (სამიდან ორი ზუსტი საშუალო სროლა) და 3 მოხსნა იყო. ბოლო მეოთხედის წინ “ტერამო” 1 ქულას (57:56) იგებდა, მაგრამ უკანასკნელი 10-წუთეული მასპინძლებმა უფრო აქტიურად და ნაკლები შეცდომით ჩაატარეს და საბოლოოდ, მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს.
ტერამო: 13 მატჩი, 7:6, VIII ადგილი.ნიკოლოზ ცქიტიშვილი: 13 მატჩი (13 სასტარტოში), 11.6 ქულა, 4.8 მოხსნა, 0.8 შედეგიანი გადაცემა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ესპანეთიტაირონ ელისი (კახასოლი)
დამარცხდა ტაირონ ელისის “კახასოლი”, რომელსაც მისსავე მოედანზე 89:85 აჯობა “ხუვენტუდმა”. ელისი ამჯერადაც სასტარტოში იმყოფებოდა და მატჩი 10 ქულით დაასრულა. მართალია, მან 30 წუთში თამაშიდან 7-დან ერთადერთი სროლა შეასრულა ზუსტად, მაგრამ შვიდივე საჯარიმო გამოიყენა და მატჩი ასევე 5 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით (ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი) დაასრულა. ტაიმ ასევე 3 ფოლი მიიღო და მასზეც ზუსტად ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.
კახასოლი: 11 მატჩი, 3:8, XIV ადგილი.ტაირონ ელისი: 11 მატჩი (11 სასტარტოში), 12.4 ქულა, 3.6 მოხსნა, 2.7 შედეგიანი გადაცემა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
რუსეთივლადიმერ ბოისა (სპარტაკ-პრიმორიე)
ვლადიმერ ბოისას “სპარტაკ-პრიმორიე” მორიგ ტურში როსტოვში, იქაურ “ლოკომოტივთან” დაძაბულ ბრძოლაში 91:94 დამარცხდა. ეს არ ყოფილა ბოისას საუკეთესო მატჩი – ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 23 წუთში მხოლოდ 2 ქულა დააგროვა და თამაშიდან სამიდან ერთი სროლა გამოიყენა. მის ანგარიშზე ასეე 2 მოხსნა და ამდენივე ჩაჭრა გახლდათ. ორივე გუნდში ყველაძე შედეგიანი, 25 ქულით ნიკოლაი სუხორუკოვი გახდა.
სპარტაკ-პრიმორიე: 11 მატჩი, 4:7, IX ადგილი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
უკრაინამანუჩარ მარკოიშვილი (კიევი)
კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და წაუგებლად თამაშობს უკრაინის ჩემპიონატში მანუჩარ მარკოიშვილის “კიევი”. მისმა გუნდმა სტუმრად “ჩერკასკი მავპი” 95:83 დაამარცხა და ზედიზედ მეცხრე მოგება გაიფორმა. მანუჩარმა მატჩი 10 ქულით, 5 ჩაჭრითა და თითო მოხსნა-პასით დაასრულა. მან 9 საშუალო სროლიდან 5 გამოიყენა და სამწუხაროდ, ოთხივე სამიანი ააცილა მიზანს.
კიევი: 9 მატჩი, 9:0, I ადგილი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
ესტონეთიგიორგი ცინცაძე (როკი)
გიორგი ცინცაძემ და მისმა “როკმა” ესტონეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში “კალევი” 70:67 დაამარცხეს და ამ გამარჯვებაში დიდი როლი სწორედ საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა ითამაშა. მან ბოლო მეოთხედში 8 ქულა დააგროვა და ძირითადის დასრულებამდე 15 წამით ადრე ორი საჯარიმოთი შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
როკი: 13 მატჩი, 10:3, II ადგილი.