გაიმართა ევროლიგის მორიგი, რიგით მე-11 ტურის შეხვედრები.მანუჩარ მარკოიშვილის “ოლიმპია” შინ “უნიკახას” შეხვდა და დამაჯერებელი გამარჯვება, 87:59 მოიპოვა. თავად მანუს ანგარიშზე 19 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო, ხოლო ყველაზე შედეგიანი კი 19 ქულით მისი თანაგუნდელი მარკო მილიჩი იყო. ამ მოგების მერე “ოლიმპიის” ანგარიშზე 11 მატჩში 3 მოგებაა და ამ შედეგით გუნდი B ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება. ტაირონ ელისის “ნაპოლიმ” დაძაბულ შეხვედრაში შინ 66:64 ჩ ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი “ბარსელონა” დაამარცხა, ელისის მონაგარი კი 10 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა იყო. ამავე ჯგუფში გორდი ჰერბერტის “პო-ორტეზმაც” ითამაშა. ფრანგები შინ “არისს” შეხვდნენ და მეტოქეს 77:62 აჯობეს. 11 ტურის მერე “პო” 6 მოგებითა და 5 წაგებით მეოთხე ადგილზეა, ხოლო “ნაპოლი” (4:7) – მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება.