იტალია
ვლადიმერ ბოისა (სიენა)
წინა მატჩისგან განსხვავებით, როდესაც ვლადიმერ ბოისამ 22 წუთში 20 ქულა დააგროვა, ამჯერად საქართველოს ნაკრების წევრი “ბენეტონთან” მატჩში მხოლოდ 6 წუთი ათამაშეს და ამ დროში მან თავი 2 ქულით გამოიჩინა, მისმა “სიენამ” კი პრინციპულ შეხვედრაში “ბენეტონი” 78:67 დაამარცხა.
სიენა – ბენეტონი 78:6716:18, 20:27, 18:8, 24:14სიენა: მაკინტაირი (25 ქ. 2 მ. 2 პ), კაუკენასი (15 ქ. 2 პ), ფორტე (13 ქ. 7 მ), ვლადიმერ ბოისა (6 წუთი, 2 ქულა).ბენეტონი: ზისისი (23 ქ. 9 მ. 5 პ), გორე (13 ქ. 7 მ). ლიდეი (9 ქ).
სიენა: 30 მატჩი, 26:4, I ადგილი.
ტაირონ ელისი (ნაპოლი)
ვიდივიჩი – ნაპოლი 84:5122:16, 22:10, 20:18, 20:7ვიდივიჩი: ვუკჩევიჩი (21 ქ. 2 პ. 2 ჩ), ბლიზარდი (14 ქ. 5 მ), ტ. გრანტი (11 ქ. 5 მ).ნაპოლი: ტაირონ ელისი (34 წუთი, 11 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი), სესაი (9 ქ. 9 ).
ნაპოლი: 30 მატჩი, 17:13, V ადგილი.
ტაირონ ელისი იყო ერთადერთი თავის გუნდში, ვინც 10 და მეტი ქულის დაგროვება შეძლო. ელისმა 9 სამქულიანიდან 3 ზუსტად შეასრულა.
ესპანეთი
ნიკოლოზ ცქიტიშვილი (კახა სან ფერნანდო)
ნიკოლოზ ცქიტიშვილის გუნდმა ბოლოში დათმო მატჩი, რომლის დროს ლიდერი არაერთხელ შეიცვალა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 საშუალო სროლა გამოიყენა.
ხირონა – კახა სან ფერნანდო 80:7616:14, 25:16, 17:21, 22:25ხირონა: ა. მაკდონალდი (16 ქ. 4 პ), მ. გასოლი (13 ქ. 7 მ), ფუჩკა (11 ქ), სან ემეტერიო (11 ქ).კახა სან ფერნანდო: მარკო (15 ქ. 5 პ), იგნერსკი (13 ქ), ფემერლინგი (10 ქ), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (14 წუთი, 4 ქულა, 6 მოხსნა).
კახა სან ფერნანდო: 31 მატჩი, 14:17, X ადგილი.
ვიქტორ სანიკიძე (ესტუდიანტესი)
ესტუდიანტესი – ტაუ 72:9321:32, 17:19, 21:14, 13:28ესტუდიანტესი: უ. მაკდონალდი (21 ქ. 9 მ), სუარესი (20 ქ. 9 მ), ს. სანჩესი (15 ქ. 5 მ. 5 პ), ვიქტორ სანიკიძე (1 წუთი).ტაუ: სკოლა (25 ქ. 6 მ. 3 პ), რაკოჩევიჩი (21 ქ. 5 პ), ფ. ჰაუსი (14 ქ. 4 პ).
ესტუდიანტესი: 30 მატჩი, 15:15, IX ადგილი.
საფრანგეთი
ვახტანგ ნაცვლიშვილი (დიჟონი)
გორდონ ჰერბერტი (პო-ორტეზი)
დიჟონი – პო-ორტეზი 80:9527:24, 19:22, 20:34, 14:15დიჟონი: ლუქსი (22 ქ. 7 მ. 3 დ), ნდოიე (17 ქ. 5 მ. 2 პ), ტ. ჯონსონი (13 ქ. 5 მ), ვახტანგ ნაცვლიშვილი (26 წუთი, 11 ქულა, 4 მოხსნა).პო-ორტეზი: ჰარისონი (22 ქ. 5 პ), მაჰინმი (21 ქ. 7 მ), სანდესი (20 ქ. 7 პ. 6 მ), მ. რაიტი (13 ქ).
დიჟონი: 31 მატჩი, 16:15, XI ადგილი.პო-ორტეზი: 31 მატჩი, 17:14, VII ადგილი.
ქართულ დერბიში გამარჯვება გორდონ ჰერბერტის “პო-ორტეზმა” მოიპოვა, რომელმაც დიდი შესვენების მერე სი. სი. ჰამილტონის კარგი თამაშით გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. ვახტანგ ნაცვლიშვილმა ამჯერადაც მოახერხა 10-ქულიანი ბარიერის გადალახვა, მაგრამ ეს საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა.