ქართული ლეგიონი ევროპაში

იტალიავლადიმერ ბოისა (სიენა)
აგრძელებს დამაჯერებელ თამაშს ვლადიმერ ბოისას “სიენა”, რომელმაც მორიგ შეხვედრაში 100:92 “ბიელა” დაამარცხა.
სიენა – ბიელა 100:9218:29, 26:22, 28:13, 28:28სიენა: ფორტე (25 ქ), კაუკენასი (22 ქ. 1 პ), სთოუნრუქი (18 ქ. 7 მ), მაკინტაირი (12 ქ. 5 მ), ეზე (11 ქ. 5 მ. 2 დ), ვლადიმერ ბოისა (7 წუთი, უქულოდ, 1 მოხსნა).ბიელა: ე. დენიელსი (27 ქ. 12 მ), რ. გეინსი (20 ქ. 2 პ), პორტა (9 ქ. 5 მ).
სიენა: 27 მატჩი, 23:4, I ადგილი.
ტაირონ ელისი (ნაპოლი)
ტაირონ ელისის “ნაპოლიმ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად, საქართველოს ნაკრების წევრის გუნდმა “უპეა კაპო” 79:77 დაამარცხა, ელისმა კი 4 სამქულიანიდან 2 გამოიყენა.
ნაპოლი – უპეა კაპო 79:7724:18, 21:24, 17:9, 17:26ნაპოლი: სესეი (18 ქ. 8 მ), მორანდაისი (15 ქ. 4 მ), როკა (13 ქ. 12 მ), ობენონი (11 ქ), ტაირონ ელისი (22 წუთი, 11 ქულა, 3 მოხსნა).
უპეა კაპო: ე. იანგი (21 ქ. 5 მ), უელსი (12 ქ. 8 მ), ტურე (12 ქ. 9 მ), მოკონგო (10 ქ. 2 მ).
ნაპოლი: 27 მატჩი, 15:12, V ადგილი.
ესპანეთი
ნიკოლოზ ცქიტიშვილი (კახა სან ფერნანდო)
ნიკა ცქიტიშვილის “კახა სან ფერნანდო” მასზე გაცილებით გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ “ხუვენტუდთან” 74:87 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა თამაშიდან 5 საშუალო სროლიდან 2 გამოიყენა და 3 საჯარიმოს შესრულებისას მხოლოდ ერთხელ შეცდა.
კახა სან ფერნანდო – ხუვენტუდი 74:8718:25, 15:16, 20:17, 21:29კახა სან ფერნანდო: პრაისი (19 ქ. 6 მ. 3 პ), ლონგინი (15 ქ. 5 მ), იგნერსკი (14 ქ. 8 მ), ბუენო (12 ქ. 5 მ), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (20 წუთი, 6 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი).ხუვენტუდი: რუდი ფერნანდესი (29 ქ. 4 მ. 4 პ), ბარტონი (10 ქ. 3 მ), ბეტსი (9 ქ. 6 მ).
კახა სან ფერნანდო: 28 მატჩი, 13:15, X ადგილი.
ვიქტორ სანიკიძე (ესტუდიანტესი)

ითამაშა ვიქტორ სანიკიძემაც, რომელსაც შეუძლოდ ყოფნის გამო გარკვეული პერიოდი გაუცდა. სანიკიძის “ესტუდიანტესმა” შინ შანსი არ დაუტოვა “ბრუესას”, საქართველოს ნაკრების წევრმა კი 2 წუთში 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ესტუდიანტესი – ბრუესა 95:8126:23, 17:20, 24:14, 28:24ესტუდიანტესი: მ. გარნეტი (22 ქ. 2 პ), კ. ტორესი (15 ქ. 9 მ), უ. მაკდონალდი (12 ქ. 6 მ), კ. სუარესი (10 ქ. 7 მ), ვიქტორ სანიკიძე (2 წუთი, უქულოდ, 1 პასი).ბრუესა: ფაჯარდო (24 ქ. 6 მ), პავლიდისი (12 ქ. 4 მ), ურტასუნი (11 ქ. 3 პ).
ესტუდიანტესი: 28 მატჩი, 15:13, IX ადგილი.
საფრანგეთი
ვახტანგ ნაცვლიშვილი (დიჟონი)
ამ სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა, რომელმაც 32 წუთში თამაშიდან 12 სროლიდან 9 ზუსტად შეასრულა, მისმა გუნდმა კი გასვლაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ვატოს ორივე გუნდში ყველაზე მაღალი ნაყოფიერების კოეფიციენტი (25) ჰქონდა.
ტულონი – დიჟონი 73:9220:20, 12:28, 25:30, 16:14ტულონი: ბ. ბრაუნი (17 ქ. 3 პ), ობასოჰანი (16 ქ. 6 მ), ნედიჩი (10 ქ. 4 მ).დიჟონი: ვახტანგ ნაცვლიშვილი (32 წუთი, 18 ქულა, 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 3 პასი), ლუქსი (17 ქ. 6 მ. 4 პ), ნდოიე (16 ქ. 5 მ), სკიარა (10 ქ. 10 პ. 8 მ. 4 დ. 3 ჩ), სიმონყ (10 ქ. 4 მ), ტ. ჯონსონი (10 ქ).
დიჟონი: 28 მატჩი, 15:13, VIII ადგილი.
გორდონ ჰერბერტი (პო-ორტეზი)
საქართველოს ნაკრების თავკაცის გუნდი ნელ-ნელა აუმჯობესებს თამაშის ხარისხს. “პო-ორტეზმა” “ლე-მანს” მოუგო, მაიკლ რაიტმა კი ორივე გუნდში ყველაზე მეტი, 24 ქულა დააგროვა. გორდონ ჰერბერტის გუნდი მეექვსე ადგილზეა.
ლე-მანი – პო-ორტეზი 78:9120:26, 26:15, 19:28, 13:22ლე-მანი: გრეგორი (20 ქ. 4 მ), ნიჩევიჩი (16 ქ. 3 პ), ე. კემპბელი (13 ქ), ბოგავაცი (11 ქ. 4 მ).პო-ორტეზი: მ. რაიტი (24 ქ. 5 მ), მაილზი (20 ქ. 6 პ), სანდერსი (13 ქ).
პო-ორტეზი: 28 მატჩი, 16:12, VI ადგილი.