იტალიავლადიმერ ბოისა (სიენა)
გრძელდება იტალიის ჩემპიონატი, სადაც დამაჯერებლად ლიდერობს ვლადიმერ ბოისას “სიენა”. მორიგ ტურში საქართველოს ნაკრების წევრის გუნდმა გასვლაზე ბოლონიის “ვიდივიჩი” 84:76 დაამარცხა.ბოისამ 7 წუთში 2 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა, ყველაზე შედეგიანი კი “სიენას” რიგებში (და მთლიანად მატჩშიც) ტერელ მაკინტაირი გახდა, რომელმაც მატჩი 29 ქულით (20 სროლიდან 11 გამოიყენა) ჩაამთავრა.
ვიდივიჩი-სიენა 76:8424:22, 23:16, 14:22, 15:24ვიდივიჩი: ბლიზარდი (11 ქ), დრეიერი (10 ქ. 3 მ), ვუკჩევიჩი (10 ქ).სიენა: მაკინტაირი (29 ქ), ფორტე (22 ქ. 3 მ), ბაქსტერი (10 ქ. 8 მ), ვლადიმერ ბოისა (7 წუთი, 2 ქულა, 1 მოხსნა).
სიენა: 26 მატჩი, 22:4, I ადგილი.
ტაირონ ელისი (ნაპოლი)
ტაირონ ელისის “ნაპოლიმ” კი ასევე გასვლაზე იმარჯვა. ჩვენი ნაკრების წევრმა 13 ქულა დააგროვა, მისმა გუნდმა კი “ვარეზეს” 72:67 აჯობა. ელისმა 5 სამქულიანიდან 3 ზუსტად შეასრულა და ლარი ობენონთან (6-დან 4 ზუსტი საშუალო სროლა) ერთად თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო.
ვარეზე-ნაპოლი 67:7219:22, 15:14, 12:13, 21:27ვარეზე: კეისი (17 ქ), ჰოლანდი (15 ქ. 6 მ).ნაპოლი: ტაირონ ელისი (24 წუთი, 13 ქულა, 4 მოხსნა), ობენონი (13 ქ. 2 მ), როკა (12 ქ. 7 მ), მორანდაისი (11 ქ. 3 მ).
ნაპოლი: 26 მატჩი, 14:12, V ადგილი.
ესპანეთი ნიკოლოზ ცქიტიშვილი (კახა სან ფერნანდო)
ესპანეთის ჩემპიონატში წააგო გასვლაზე ტაუსთან 76:92 ნიკოლოზ ცქიტიშვილის “კახა სან ფერნანდომ”. ნიკა თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მხოლოდ 17 წუთში საქართველოს ნაკრების მოთამაშემ 11 ქულა დააგროვა. მან 3 სამქულიანიდან 2 გამოიყენა და 4 საჯარიმოს შესრულებისას მხოლოდ ერთხელ ვერ ივარგა. ცქიტიშვილი ანგარიშზე ასევე 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო. გაიზარდა მისი საშუალო შედეგიანობაც – ამ მატჩის მერე ცქიტიშვილი ერთ შეხვედრაში საშუალოდ ზუსტად 6 ქულას აგროვებს, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია.
ტაუ-კახა სან ფერნანდო 92:7621:19, 21:12, 26:20, 24:25ტაუ: ფ. ჰაუსი (22 ქ. 4 მ. 3 პ. 2 ჩ), სკოლა (18 ქ. 11 მ. 4 პ), რაკოჩევიჩი (14 ქ. 4 პ), სპლიტერი (12 ქ. 4 მ).კახა სან ფერნანდო: ლონგინი (19 ქ. 4 მ), ფემერლინგი (13 ქ. 5 მ), იგნერსკი (12 ქ. 4 მ), ნოკოლოზ ცქიტიშვილი (17 წუთი, 11 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი).
კახა სან ფერნანდო: 27 მატჩი, 13:14, X ადგილი.
მოულოდნელოლობა დაფიქსირდა ამ ტურის ერთ შეხვედრაში, რომელშიც “ესტუდიანტესმა” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალს” დამატებით დროში 85:83 მოუგო. ვიქტორ სანიკიძეს (“ესტუდიანტესი”) კვლავ ტრავმის გამო არ უთამაშია, მის გუნდში კი 22 ქულით ყველაზე შედეგიანი უილიამ მაკდონალდი იყო.
ესტუდიანტესი-რეალი 85:8317:22, 18:23, 24:13, 17:18, 11:9ვიქტორ სანიკიძეს არ უთამაშია (ტრავმა).
ესტუდიანტესი: 27 მატჩი, 14:13, IX ადგილი.
საფრანგეთივახტანგ ნაცვლიშვილი (დიჟონი)
ვახტანგ ნაცვლიშვილმა 16 წუთში 7 ქულა დააგროვა, მისმა “დიჟონმა” კი “ორლეანს” 78:68 მოუგო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ასევე 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შემატა გუნდს. “დიჟონში” ყველაზე შედეგიანი 19 ქულით მალეიე ნდოიე იყო.
დიჟონი-ორლეანი 78:6823:19, 17:12, 23:17, 15:20დიჟონი: ნდოიე (19 ქ), სკიარა (14 ქ. 9 პ. 6 მ), სიმონი (11 ქ), ვახტანგ ნაცვლიშვილი (16 წუთი, 7 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება).ორლეანი: ბოიეტი (22 ქ. 3 ჩ), დევარი (12 ქ. 6 მ), აკა (10 ქ. 5 მ), კოპე (9 ქ. 14 მ).
დიჟონი: 27 მატჩი, 14:13, IX ადგილი.
გორდონ ჰერბერტი (პო-ორტეზი)
მორიგი შეხვედრა მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატში გორდონ ჰერბერტის “პო-ორტეზმა”, რომელმაც შინ 84:54 პსჟ-ს აჯობა. მასპინძელთა შემადგენლობაში 16 ქულით საუკეთესო აარონ მაილზი იყო, ხოლო რიკარდო გრირმა კი მატჩი 11 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა. 27 მატჩის მერე საქართველოს ნაკრების თავკაცის გუნდი 15 მოგებით მე-6 ადგილზეა.
პო-ორტეზი-პსჟ 84:5419:15, 13:10, 30:13, 22:16
პო-ორტეზი: 27 მატჩი, 15:12, VI ადგილი.