ქართული ლეგიონი ევროპაში

იტალია
ვლადიმერ ბოისა (სიენა)
აგრძელებს წაუგებელ სერიას ვლადიმერ ბოისას “სიენა”, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ბოლონიის “კლიმამიო” 106:87 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების წევრმა 23 წუთში 3-დან 1 შორეული სროლა გამოიყენა.
მონტეპასკი – კლიმამიო 106:87 (30:26, 27:26, 32:11, 19:24)
სიენა: კაუკენასი (24 ქ. 3 პ), ფორტე (17 ქ. 7 პ), მაკინტაირი (17 ქ. 2 პ), ბაქსტერი (13 ქ. 8 მ), სატო (12 ქ. 8 მ), ვლადიმერ ბოისა (23 წუთი, 3 ქულა, 2 მოხსნა).კლიმამიო: იურაკი (26 ქ. 8 მ), ჯ. ტომასი (23 ქ. 22 მ), დიგბე (11 ქ), ედნი (10 ქ. 6 პ).
სიენა: 34 მატჩი, 30:4, I ადგილი.
ტაირონ ელისი (ნაპოლი)
“ბენეტონთან” მატჩში ტაირონ ელისმა 6 სამქულიანიდან 3 გამოიყენა, 18 ქულა დააგროვა და დიდი როლი ითამაშა თავისი გუნდის წარმატებაში, რომელიც ჯერაც მეხუთე ადგილზეა. “ნაპოლიმ” 24 შორეული ტყორცნიდან 14 გამოიყენა.
ნაპოლი – ბენეტონი 95:85 (25:14, 24:23, 21:23, 25:25)
ნაპოლი: მორანდაისი (33 ქ. 7 მ), სესეი (20 ქ. 3 მ), ტაირონ ელისი (34 წუთი, 18 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი).ბენეტონი: მორდენტე (22 ქ), სორანია (20 ქ. 5 მ), გორე (16 ქ. 10 მ), შუმპერტი (10 ქ. 7 მ. 5 პ).
ნაპოლი: 34 მატჩი, 19:15, V ადგილი.
ესპანეთი
ნიკოლოზ ცქიტიშვილი (კახა სან ფერნანდო)
ნიკოლოზ ცქიტიშვილმა რეგულარულის უკანასკნელ შეხვედრაში 19 წუთში 8 ქულა დააგროვა, თუმცა მისი გუნდი მაინც დამარცხდა და საბოლოოდ ფლეი ოფს მიღმა აღმოჩნდა.
კახა სან ფერნანდო – გრანადა 78:91 (18:24, 19:24, 18:21, 23:22)
კახა სან ფერნანდო: იგნერსკი (17 ქ. 10 მ), პრაისი (13 ქ. 5 პ. 3 მ), ლონგინი (13 ქ. 2 მ), ფემერლინგი (12 ქ. 9 მ), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (19 წუთი, 8 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი).გრანადა: პეჩილე (21 ქ. 6 პ), პაჯეტი (19 ქ. 9 მ), ხ. ფერნანდესი (17 ქ. 15 მ), ს. უდრიხი (13 ქ. 3 პ).
კახა სან ფერნანდო: 34 მატჩი, 14:20, XIII ადგილი.
ვიქტორ სანიკიძე (ესტუდიანტესი)

ვიქტორ სანიკიძემ ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში “უნიკახასთან” 3 წუთში 1 ქულა დააგროვა, მისი გუნდი კი “კახა სან ფერნანდოს” მსგავსად ფლეი ოფში ვერ გავიდა.
ესტუდიანტესი – უნიკახა 67:60 (17:18, 7:7, 20:22, 23:13)ესტუდიანტესი: ჯეისენი (12 ქ. 4 მ), იტურბე (10 ქ. 3 მ), მენდიბურუ (10 ქ. 3 მ), ვიქტორ სანიკიძე (3 წუთი, 1 ქულა).უნიკახა: მ. ბრაუნი (11 ქ. 5 მ. 3 პ), დე მიგელი (11 ქ. 3 მ).
ესტუდიანტესი: 34 მატჩი, 16:18, IX ადგილი.