ქართული ლეგიონის ესპანური გამარჯვებები

ქართული ლეგიონის ესპანური გამარჯვებები

ესპანეთში მოთამაშე საქართველოს ნაკრების წევრთაგან ყველაზე კარგად ნიკოლოზ ცქიტიშვილი გაისარჯა. 213–სანტიმეტრიანმა ქართველმა ფორვარდმა პრიმერადივიზიონის მორიგ ტურში 10 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ცქიტიშვილის „ლაგუნ არო“ „კახასოლს“ ხვდებოდა და 73:60 დაამარცხა. „ლაგუნ აროს“ 2 თამაშიდან 1 გამარჯვება აქვს და ცხრილის შუაში იმყოფება.
 
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი ტაირონ გრინი კი პასებით გამოირჩა. მისი „გრან კანარია“ „სარაგოსას“ მასპინძლობდა და 83:61 გაანადგურა. გრინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 19 წუთი დაჰყო, რის განმავლობაშიც 2 სამქულიანიდან 1 ჩააგდო, 2 ორიანი კი გააცუდა. ტორინმა საბოლოოდ 3 ქულა მოაგროვა, თუმცა მან 6 პასი გასცა და თავისიანებს შეტევაში საქმე გაუიოლა. „ლაგუნ აროს“ მსგავსად „გრან კანარიასაც“ თითო მოგებ–წაგება აქვს.
 
ქართულპასპორტიანი ქუინტონ ჰოსლის გუნდმაც გაიმარჯვა. მისი „ხუვენტუდი“ „მენორკას“ შეხვდა და 91:73 გაიმარჯვა. ჰოსლიმ ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 28 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

ნიკა ცქიტიშვილი