ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ისრაელი. 22 ივლისი
ესტონეთი 59:55 საქართველო
მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა 18–წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის პირველი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე წააგეს. ქართველი ჭაბუკები ესტონეთის ნაკრებმა დაამარცხა, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ 9 ქულით ლიდერობდა, ხოლო ბოლო ათწუთეულის შუაწელში უპირატესობა 12 ქულამდეც კი გაზარდა – 50:38.
ქართველებმა მატჩის ბოლო წუთებზე გადამწყვეტი შეტევა მიიტანეს მეტოქეზე. მერაბ ბოქოლიშვილმა თამაში საკუთარ თავზე აიღო და შედეგიან გარღვევებსაც ახორციელებდა, ხოლო ლევან ელიაძემ 2 წუთის ინტერვალში 2 სამქულიანი ჩააგდო და დასრულებამდე 2–წუთნახევრით ადრე ქართველებმა ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს.
ბოქოლიშვილი მატჩის დასრულებამდე 28 წამით ადრე მორიგი გარღვევის შემდეგ ქართველების ჩამორჩენა 2 ქულამდე შეკვეცა. საპასუხო შეტევაში ჩვენები დაჯარიმდნენ, რამაც გაამართლა და ესტონელმა მხოლოდ 1 სროლა ჩააგდო. 3 ქულით ჩამორჩენილ ქართველებს თამაშის გადასარჩენად 20 წამი ჰქონდათ, თუმცა შვედებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს, აქაოდა, სამქულიანით ქართველებმა ანგარიში არ გაგვიბათილონო, ბოქოლიშვილი აკრძალული ხერხით შეაჩერეს. ამ უკანასკნელმა კი ორივე სროლა ააცილა და ქართველებისთვის ყველაფერი დასრულდა.
ქართველების მომდევნო მეტოქე ავსტრიაა, რომელსაც კობეშავიძის გუნდი 24 ივლისს გაეჯიბრება.