ევროლიგის მეორე ტურში ქართველებმა კარგად ითამაშეს. ქართველების მონაწილეობით ჩატარებულ ორივე მატჩში 2-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. „ქართულ დერბი“, რომელშიც გიორგი შერმადი ნის „მაკაბი“ ვიქტორ სანიკიძის „სიენას“ მასპინძლობდა ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. რიკი ჰიკმანის ორქულინით მაკაბელებმა იტალიური გუნდი 70:68 დაამარცხეს.
.სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 9,35 წუთი გაატარა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 4 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 2-ვე ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. ქართველმა ცენტრმა 2-დან ორივე ორქულიანი ჩააგდო. ხუთეულში არ ყოფილა ვიქტორ სანიკიძე, რომელსაც 19,46 წუთი დასჭირდა საიმისოდ, რომ მატჩის საუკეთესო მომხსნელი გამხდარიყო. ქართველმა ფორვარდმა 12 მოხსნა მითვალა, რასაც 7 ქულა მიაბა და სიენელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სანიკიძემ 8-დან 3 ოქრულიანი და 3-დან 1 საჯარიმოჩააგდო.
სიენელთა მხრიდან 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ხსენებული კემპი (16) და ბობი ბრაუნი (11) გადასცდნენ, “მაკაბის” კი გამარჯვების ბურთის ჩამგდებმა ჰიკმანმა (19), მალკომ ტომასმა (14 ქულა, 11 მოხსნა) და ლიორ ელიაჰუმ (11 ქულა, 11 მოხსნა) ულიდერეს.
ევროლიგის B ჯგუფში 2-2 მოგებით “მაკაბი” და ბერლინის “ალბა” დაწინაურდნენ, თითო გამარჯვება აქვთ ფრანგულ “შალონს” და ესპანურ “უნიკახას”, ბოლოსკენ კი პოლონური “პროკომი” და “მონტეპასკი” იმყოფებიან, რომლებიც ჯერაც პირველი წარმატების მოლოდინში არიან. მე-3 ტურში, 25 ოქტომბერს თელ ავიველები “შალონს” ესტუმრებიან, სიენელები კი მომდევნო შეხვედრას 26-ში, მალაგაში “უნიკახას” წინააღმდეგ ჩაატარებენ.
A ჯგუფში 2 მარცხით ბოლო ადგილზე აღმოჩნდა მანუჩარ მარკოიშვილის “კანტუ”, რომელიც ათენში “პანათინაიკოსს” ესტუმრა და ქართველი კალათბურთელის ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად, 76:78 წააგო. ქართველი უკანახაზელი ტრადიციულად კანტუელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 28:52 წუთში 17 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. მარკოიშვილმა 7-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო ზუსტად სტყორცნა, ბურთი ერთხელ დაკარგა, მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდნენ, ბოლო წამებზე კი მე-5 პერსონალური ფოლი მიიღო. მანუჩარის მსგავსად 17 ქულა ჩააგდო პიეტრო არადორიმაც, “პანათინაიკოსს” კი “მაკაბიდან” საბერძნეთში დაბრუნებულმა ცენტრმა სოფოკლის შორცანიტისმა ულიდერა – 19 ქულა, 4 მოხსნა.
მომდევნო ტურში, 26 ოქტმბერს, “კანტუ” რუსულ „ხიმკის“ უმასპინძლებს.