ქართველების გამარჯვებები ევროლიგაში და შერმადინის კარგი დებიუტი “კანტუში”

ქართველების გამარჯვებები ევროლიგაში და შერმადინის კარგი დებიუტი “კანტუში”

გიორგი შერმადინის მშვენიერი დებიუტი „ბენეტ კანტუში“. ბერძნული „პანათინაიკოსიდან“ იტალიურ გუნდში გადასული ქართველმა ცენტრმა პირველივე მატჩი ევროლიგის ეგიდით ჩაატარა. თავად „კანტუსთვისაც“ სადებიუტო იყო ევროპის ამ პრესტიჟულ ლიგაში თამაში და მათდა საბედნიეროდ, პირველივე შეხვედრა წარმატებული გამოდგა – კანტუელებმა 80:69 დაამარცხეს ფრანგული „ნანსი“.
 
რაც შეეხებათ ქართველებს, შერმადინის მსგავსად მანუჩრ მარკოიშვილმაც ჩინებულად ითამაშა. საქართველოს ნაკრების ორივე წევრმა ქულების თანაბარი რაოდენობა დააგროვა. ხუთეულში არ  არ ყოფილან, თუმცა მოედანზე მცირე დროით არც ერთი არ გასულა. მარკოიშვილმა 19 წუთს ითამაშა და 5–დან 3 ორქულიანი და 2–დან ორივე საჯარიმო ჩააგდო, ერთი სამიანი კი ააცილა. საბოლოო ჯამში მას 8 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი დაუგროვდა.
 
შერმადინმა მოედანზე 14,26 წუთი გაატარა და თამაშიდან განხორციელებული ერთადერთი სროლა ჩატენა, ხოლო 8 საჯარიმოდან 6 გამოიყენა და საბოლოო ჯამში 8 ქულა მოაგროვა. ამასთან შერმადინს 6 მოხსნა მოუგროვდა, რაც თავის გუნდში მარტენ ლაუნენთან ერთად საუკეთესო შედეგი გახლდათ. კანტუელებს ანდრეა ჩინჩარინიმ (15 ქულა) და ვლადიმირ მიკოვმა (14) ულიდერეს.
 
ევროლიგაში დებიუტი ჰქონდა თურქულ „გალათასარაისაც“, რომელშიც სანამ ნბა–ში ლოკაუტია, ზაზა ფაჩულია თამაშობს. სტამბოლური კლუბი სტუმრად პოლონურ „პროკომს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 76:72 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 4 წუთი და 39 წამი ითამაშა და მოედანი ერთადერთი მოხსნით დატოვა.
 
„გალათასარაიში“ 21 ქულით სლოვენიელი იაკა ლაკოვიჩი გამოირჩა. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი შინ რუსულ „უნიკსთან“ გამართავს, ხოლო „კანტუ“ სტუმრად „კახა ლაბორალს“ გაეჯიბრება.