ქართველებმა სარაგოსას კანარიასთან ვერ უშველეს

ქართველებმა სარაგოსას კანარიასთან ვერ უშველეს

ქართველი კალათბურთელების “სარაგოსამ” ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში მარცხი განიცადა. არაფონელებმა “კანარიასს” უმასპინძლეს და 60:66 დამარცხდნენ.
ისევე როგორც დანარჩენები, ქართველი  დიდად ვერ გამოირჩნენ. ვიქტორ სანიკიძემ მოედანზე 18 წუთი გაატარა და 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
შერმადინმა უკეთესი სტატისტიკა აჩვენა. 21:26 წუთში 6 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 4-დან 1ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. სარაგოსელთგან 19 ქულით საუკეთესო ხორვატი, დამიან რუდეჟი გახდა.
“სარაგოსას” ესპანურ ლიაში 1 მოგება და 1 მარცხი გააჩნია. მორიგ ტურში, 27 ოქტომბერს სარაგოსელები სტუმრად “მონბუსს” შეხვდებიან.