საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი საკონტროლო მატჩი კიდევ ერთ თურქულ გრანდთან გამართა. სტამბოლური ეფესის” 16-წლამდელთა გუნდთან ნიკო ჩერქეზიშვილის და ზურა ტომარაძის გაწვრთნილმა ქართელებმა 43:55 წააგეს.
საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედის 3:12 წაგების შემდეგ ძალები მოიკრიბა და ერთ გალიდერება მოახერხა. გოგა ბითაძემ, რომელიც ამპლუით ცენტრია, სამქულიანები ჩააგდო, მას აკაკი ფიფიამ და ზაურ ჯანელიძემაც აუბეს მხარი და დიდ შესვენებაზე საქართველო ლიდერის სტატუსით გავიდა – 23:21.
მესამე პერიოდში უკვე მასპინძლებმა იძალეს და 13:6 გამარჯვების შემდეგ ქართველების წინააღმდეგობა გატეხეს. ბოლო პერიოდი თანაბარ ბრძოლაში გაილია და მატჩი საბოლოოდ “ეფესის” 12-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა.
ამხანაგური მატჩი. სტამბოლი. 4 დეკემბერი
ეფესი (U16) 55:43 საქართველო (U15)
12:3, 9:20, 13:6, 15:14
საქართველო: კაკუბერი, ყირიმელი, მდივანი, ა. ფიფია (9), ბ. ქავთარაძე (5), ჩეჩელაშვილი(2), ალავიძე (7), ბითაძე (9), ხურცილავა (2), გაფრინდაშვილი (5), მამუკელაშვილი, ჯანელიძე (4), აბულაძე