ქართველი 16-წლამდელები ინგლისთან დამარცხდნენ და მე-7 ადგილისთვის იბრძოლებენ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები, რომელიც ბოსნიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახვარფინალში ვერ გავიდა, V-VIII ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო და დღეს პირველი შეხვედრა ინგლისთან წააგო. გია კაზანჯიანის გუნდმა ბრიტანელებთან ისე წააგო, წარმატების შანსი არ ჰქონია.
ქართველებმა პირველი მეოთხედი კარგად ჩაატარეს, თუმცა მეტოქეს მაინც ჩამორჩნენ – 10:14. მეორე ათწუთეულიდან ინგლისელებმა მატჩზე სრული კონტროლი დააწესეს და დიდი შესვენებისთვის 40:24 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა და ბრიტანელები გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ – 80:52.
ინგლისელებს აფრიკული წარმოშობის აკვასი იებოამ ულიდერა, რომელმაც 21 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. ქართველებში 15 ქულით და 8 მოხსნით საუკეთესო ლევ ან გოგალაძე იყო, ხოლო გიორგი თვალაბეიშვილმა ქართველებს 14 ქულა შესძინა.
საქართველოს ნაკრები ტურნირის ბოლო მატჩს ხვალ, 18 აგვისტოს, 15:30 საათზე ჩაატარებს. მე-7 ადგილისთვის მატჩში ქართველებს ჩეხეთსა და მაკედონიას შორის დამარცხებული შეხვდება.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. სარაევო. 17 აგვისტო
ინგლისი 80:52 საქართველო
14:10, 26:14, 22:14, 18:10
სრული სტატისტიკა: 80:52