ქართველი კადეტები IX-XII ადგილებისთვის საფლეიოფო მატჩში დამარცხდნენ

თურქულ საქარიაში მიმდინარე კადეტთა საერთაშორისო ტურნირზე, გელა წულაძის ნაკრები IX-XII ადგილებისთვის საფლეიოფო ნახევარფინალში პოლონელ თანატოლებთან 51:71 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 12 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო მერაბ ბოქოლიშვილი, რომელმაც თამაშიდან 14-ში 6 სროლა გამოიყენა.
საქართველოს ნაკრებმა მოხსნებზე ბრძოლა 28:50 წააგო და 18 სამქულიანიდან 14 ვერ გამოიყენა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.