ქართველი კალათბურთელები თბილისში დაბრუნდნენ

ქართველი კალათბურთელები თბილისში დაბრუნდნენ

15 სექტემბერს გამთენიას სტამბული-თბილისის რეისით საქართველოში დაბრუნდნენ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი გადალახა და 1/8 ფინალში გავიდა, სადაც ლიტვის ეროვნულ ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე – 85:81 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამედ მიიღეს მონაწილეობა. ეროვნული გუნდის წევრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვდნენ.