ქართველი მსაჯ–კომისრები ნოემბერში ევროპაში დატვირთულები იქნებიან

ქართველი მსაჯ–კომისრები ნოემბერში ევროპაში დატვირთულები იქნებიან

ქართველი მსაჯ–კომისრები სულ უფრო და უფრო იდგამენ ფეხს ევროპულ კალათბურთში. 18 ოქტომბერს საერთაშორისო კატეგორიის არბიტრმა მაკა კუპატაძემ ევროპის ქალთა სუპერთასი იმსაჯა, ხოლო კომისარმა მერაბ რატიშილმა საკმაოდ მაღალი რანგის ტურნირის – ულებ–ის თასის მატჩს უთავკაცა. ნოემბრის თვეში ფიბა–ევროპამ ქართველი ოფიციალური პირები კიდევ უფრო დატვირთა და ისინი შემდეგ მატჩებზე გაამწესა:
 
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი შემდეგ მატჩებზე იქნება კომისრად:
 
4 ნოემბერი. ქალების ევროპის თასი. ერევანი, სომხეთი
ჰატისი (ერევანი) – რამლა (ისრაელი)
10 ნოემბერი. ქალების ევროლიგა. სტამბოლი
გალათასარაი – ვიჩი–აიტესი (ლიტვა)
23 ნოემბერი. კაცთა ევროპის თასი. ანკარა
თურქ–ტელეკომი (თურქეთი) – ბელგაკომი (ლიეჯი, ბელგია)
 
მაკა კუპატაძე ნოემბერში ყველა მატჩს ქალთა ევროლიგაში იმსაჯებს:
3 ნოემბერი. სტამბოლი
ფენერბაჰჩე – გოსპიჩი (ხორვატია)
10 ნოემბერი. გორჟოვ–ველიკოპოლსკი, პოლონეთი
გორჟოვი – ფრისკო (ბრნო, ჩეხეთი)
25 ნოემბერი. შიო, იტალია
ბერეტა–ფამილია – ბურჟი (საფრანგეთი)
 
ზაზა მაჩალაძე ნოემბერში 2 მატჩს იმსაჯებს:
18 ნოემბერი. ქალთა ევროლიგის თასი. ერევანი, სომხეთი
ჰატისი – დინამო (ნოვოსიბირსკი, რუსეთი)
4 ნოემბერი. ქალთა ევროლიგა. კრაკოვი
ვისლა (პოლონეთი) – კოშიცე (სლოვაკეთი)
 

მერაბ რატიშვილი და ზაზა მაჩალაძე გასული სუპერლიგის
ნახევარფინალის მატჩისას (თსუ – სსაუ) თათბირობენ