ფიბა–ევროპამ საკუთარი ორგანიზებით მიმდინარე ტურნირებზე მსაჯ–კომისრები დანიშნა და მათ შორის 2 ქართველიცაა. მაშ ასე, 1–15 თებერვლის ევროდანიშვნებში კვლავ მაკა კუპატაძე და მერაბ რატიშვილი მოხვდნენ.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი, რომელიც ამავდროულად ფიბა–ს კატეგორიის კომისარია, 1 თებერვალს ევროჩელენჯის მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩს უუფროსებს. თურქეთის ქალაქ იზმირში ერთმანეთს „პინარ ქარშიაქა“ და ბელგიური „დექსია მონსი“ შეხვდებიან. სწორედ ამ შეხვედრის კომისარი იქნება რატიშვილი.
მაკა კუპატაძე მეტად საპასუხისმგებლო მატჩის არბიტრადაა მიწვეული. 4 თებერვალს ქალაქ სტამბოლში ქალთა ევროლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩია ორ თურქულ გრანდს შორის – „გალათასარაი“ „ფენერბაჰჩეს“ წინააღმდეგ. კუპატაძე ამ შეხვედრის ერთ–ერთი მსაჯი იქნება.
მერაბ რატიშვილი