ქართველმა 15-წლამდელებმა ლატვიაში პირველი მატჩი მოიგეს

ქართველმა 15-წლამდელებმა ლატვიაში პირველი მატჩი მოიგეს

პირველი სპარინგ-მატჩი გამართა ლატვიაში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა. ირაკლი ტომარაძისა და თემურ კანკიას გაწვრთნილი ნაკრები ქალაქ მადონას თანატოლთა გუნდს შეხვდა და ანგარიშით 65:57 იმარჯვა.
ქართველებმა შეხვედრა მძიმედ დაიწყეს და პირველი მეოთხედის შემდეგ 6 ქულით – 17:23 ჩამორჩებოდნენ. ტომარაძის გუნდმა გარდატეხა მეორე პერიოდში მოახდინა, როცა აღნიშნული ათწუთეული 24:8 მოიგო და დიდ შესვენებას დამაჯერებელი ლიდერობით შეხვდა – 41:31.
მესამე მეოთხედში მასპინძლებმა მოახერხეს თამაშის გამოსწორება და ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს, თუმცა საბოლოოდ წარმატებამდე ვერ მივიდნენ. საქართველოს 15-წლამდელებმა მწირქულიანი ბოლო პერიოდი 15:12 მოიგეს და საბოლოო გამარჯვებასაც მიაღწიეს.
ქართველები ქალაქ მადონას გუნდთან კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავენ, რის შემდეგაც ქალაქ ვალმეირაში, საერთაშორისო ტურნირზე საასპარეზოდ გადავლენ.