ქართველმა 16–წლამდელებმა ანკარის ტურნირი მოილიეს

საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებმა ბოლო მატჩებიც წააგო ანკარაში მიმდინარე „ტურკ ტელეკომის“ საერთაშორისო ტურნირზე. ჯგუფური ეტაპის შემდეგ გია კაზანჯიანის გუნდს ჯგუფებში ჩარჩენილ დანარჩენ მეტოქეებთან – იტალიასთან და უკრაინასთან მოუხდათ შერკინება და სამწუხაროდ, ჩვენებმა ვერ მოახერხეს ნათი დამარცხება.
იტალიასთან ქართველებმა 22 ქულით წააგეს, შემდეგ კი იმ უკრაინას შეხვდნენ, რომელთანაც ტურნირის მეორე მატჩში 9 ქულა დათმეს. ქართულ–სლავური დაპირისპირება ამჯერადაც ვერ გამოდგა ჩვენთვის სახეირო. კაზანჯიანის გუნდმა 52:73 წააგო და ტურნირი მოუგებლად დაასრულა.