ქართველმა 16-წლამდელებმა კონიაში თურქეთთან ვერაფერი გააწყვეს

ქართველმა 16-წლამდელებმა კონიაში თურქეთთან ვერაფერი გააწყვეს

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა კონიაში მიმდინარე წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე მასპინლებთან წააგო. ქართველების მეტოქე ტურნირის ფავორიტი, დაუმარცხებელი თურქეთის 16-წლამდელთა ნაკრები გახლდათ.

16-წლამდელებთან ერთად მასპინძლებს მეორე, 15-წლამდელთა გუნდიც ჰყავთ, რომელსაც საქართველომ პირველ ტურში 100:95 სძლია. რაც შეეხებათ თანატოლ თურქებთან შეხვედრას, მილოშ გლიგორიევიჩისა და ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილ გუნდს გუჭირდა და 40 ქულის სხვაობით – 55:95 წააგო.
საქართველოს ნაკრებში 13 ქულით საუკეთესო იყო გიორგი ჭეიშვილი. 11 ქულა მოაგროვა რატი ანდრონიკაშვილმა. აქამდელ მატჩებში გამორჩეული ლაშა მიქელაძემ კი 3 ქულას და 8 მოხსნას დასჯერა.
5 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 1 მოგება აქვს და 5-8 ადგილებს იყოფს. ქართველები 3 თებერვალს უკრაინას შეხვდებიან, ხოლო 4-ში ბულგარეთთან მატჩით ტურნირს დაასრულებენ. უკრინა და ბულგარეთი საქართველოს კალიბრის გუნდები არიან და მათაც ჩვენს დარად, ტურნირზე ამ ეტაპისთვის 1 გამარჯვება აქვთ მოპოვებული.