ქართველმა 16-წლამდელებმა სომეხ თანატოლებს ამხანაგური მატჩი მოუგეს

ქართველმა 16-წლამდელებმა სომეხ თანატოლებს ამხანაგური მატჩი მოუგეს

ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონისთის სამზადისში მყოფმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი სომეხ თანატოლებთან გამართა. ჩვენი მეზობლები 2 დღით გვესტუმრნენ, რომლებმაც 2 დაგეგმილი მატჩიდან 1 უკვე ითამაშეს.

ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გამართული შეხვედრის მხოლოდ 1 პერიოდი გამოდგა მეტ-ნაკლებად დაძაბული. ქართველებმა საწყისი მეოთხედი 21:17 მოუგეს სომხეთს და მატჩის ბედი უკვე მეორე თწუთეულის მიწურულს, დიდი შესვენებისთვის გადაწყვიტეს. ქართველებმა მეორე პერიოდი 31:5 მოიგეს და ამის მერე მეტოქე ახლოს არ მიუკარებიათ.
საბოლოოდ საქართელოს ნაკრებმა 93:45 მოიგო, რაშიც 24  ქულით სოლიდური წვლილი დაიდო გიორგი ჭეიშვილმა. 17 ქულა დააგროვა ირაკლი სულხანიშვილმა. მორიგი მატჩი ამ გუნდების მონაწილეობით 19 ივლისს, 19 საათზე აკადემიის დარბაში გაიმართება. 
საქართველო – სომხეთი 93:45 (სტატისტიკა)