ქართველმა 20-წლამდელებმა რუმინეთი გაანადგურეს

ქართველმა 20-წლამდელებმა რუმინეთი გაანადგურეს

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ავსტრია.
საქართველო 97:70 რუმინეთი
საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში რუმინელებს რომ უგებდა, ავსტრიაში, ევროპის 20–წლამდელთა ჩემპიონატის მატჩში ჩვენები რუმინელ თანატოლებს ეთამაშებოდნენ. თუკი იგორ კოკოშკოვის დამოძღრილმა ეროვნულმა გუნდმა რუმინელები 7 ქულით დაამარცხა, მიხეილ ბერუაშვილის კრებულმა მეტოქე 97:70 გაანადგურა.
საქართველოს 20–წლამდელებმა საკვალიფიკაციო ჯგუფის უკვე მესამე მატჩი მოიგეს და ერთპიროვნული ლიდერებიც არიან. ქართველებმა ჯერ ბელარუსი, შემდეგ შვეიცარია, ახლა კი რუმინეთიც დაამარცხეს. ჯგუფში ერთადერთი მატჩის გამართვა დარჩა საჭირო. დღეს ჩვენი ნაკრები დანიას ხვდება და რომელი გუნდიც იმარჯვებს, ჯგუფის გამარჯვებულიც ის გახდება.
დანიელებს 3 თამაშიდან 2 მოგება აქვთ. სკანდინავიელებმა ჩვენგან განადგურებულ რუმინეთთან 78:82 წააგეს.  დანიამ ძლივს მოუგო ბელარუსს (71:70) და სავარაუდოდ, ქართველებთან წარმატების ნაკლები შანსი უნდა ჰქონდეთ. თუკი ჩვენები მოიგებენ, ჩემპიონატს მე–13 ადგილზე დასრულებენ – ანუ ჯგუფიდან ვერგასვლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწევენ.
რაც შეეხებსა რუმინეთთან მატჩს, ის თავიდან ჩვენი მეტოქის აქტიურობით დაიწყო და პირველი მეოთხედიც მათი გამარჯვებით, 17:14 დასრულდა. აი, მეორე ათწუთეულიდან გამოცოცხლდნენ ქართველები და დარჩენილ 30 წუთში მეტოქეს 30 ქულით აჯობეს. ჩვენმა ნაკრებმა გუნდურად ითამაშა. ერთბაშად 5 კალათბურთელი გადასცდა ათქულიან ზღვარს – ბაქრაძე, ჩიკვილაძე, შარაბიძე, დვალიშვილი და კვეტენაძე. ქართველებმა არაჩვეულებრივი მიზანი გამოავლინეს და 41 ცდიდან 32 ორქულიანი, ხოლო 27–დან 10 სამიანი ჩააგდეს.
სატურნირო ვითარება
საქართველო  3          3          0          250:205                       6
რუმინეთი       4          2          2          300:303                       6
დანია              3          2          1          219:194                       5
ბელარუსი      4          1          3          260:276                       5
შვეიცარია       4          1          3          250:301                       5