ქართველმა კადეტებმა B დივიზიონის მასპინძელი პორტუგალია გაანადგურეს

16-წლამდელთა ნაკრები. “b” დივიზიონი. მადეირა, პორტუგალია. 13 აგვისტო

 
portugalia 64:85 saqarTvelo
18:24, 19:12, 9:24, 18:25
საქართველო: გულმაგარაშვილი (29 წთ, 14ქ), ღუდუშაური (9 წთ), რამიშვილი (10 წთ), ბურჯანაძე (36 წთ, 25ქ, 11მ, 4ჩ, 7დ), ფხაკაძე (34 წთ, 12ქ, 5პ), ლოლიშვილი (31 წთ, 16ქ), კვანტალიანი (20 წთ, 8ქ, 7მ), ღვალაძე (3 წთ), მესხი (10 წთ, 10ქ), ნადირაძე (11 წთ), როგავა (7 წთ)
პორტუგალია: კალენბახი (19ქ), სოარეში (14ქ, 9მ), კორეია (11ქ)
 
ბელგია-ირლანდია    77:48
 
  
1. საქართველო 3     2     1     5
2. ბელგია      3     2     1     5
3. პორტუგალია 3     2     1     5
4. ირლანდია   3     0     3     3
 
 
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა საამაყო გამარჯვება მოიპოვა. გია კაზანჯიანის გუნდი მასპინძელ პორტუგალიას ხვდებოდა და მთელი 21 ქულით დაამარცხა. ამ გამარჯვებით ქარტველებმა ერთგვარი რეაბილიტაცია მოახდინეს იმ მარცხის შემდეგ, რომელიც ფინეთთან განიცადეს (32:66). ქართველმა კადეტებმა მასპინძლების ძლევის შემდეგ მეორე ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს და ბრძოლას მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის აგრძელებენ.
საქართველოს ნაკრებს ირლანდიასთან წინა ეტაპზე მოპოვებული გამარჯვება ავტომატურად გადაჰყვა. ამას გუშინ პორტუგალიასთან მოგება დაემატა და სამ გუნდს თანაბარი ქულა მოგვიგროვდა –  საქართველოს, ბელგიას და პორტუგალიას. ჩაგდებული და მიღებული ბურთების უკეთესი ბალანსი ქართველებს აღმოაჩნდათ (+17) და პირველი ადგილიც მათ დაიკავეს. ქართველებს პორტუგალიაში ორი მატჩიღა დარჩა და გაირკვევა  მეცხრედან მეთორმეტეს ჩათვლით რომელ ადგილს დავიკავებთ.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს: პორტუგალიასთან პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა, თუმცა მესამე პერიოდის დასაწყისში გია კაზანჯიანის შეგირდებმა მეტოქეს 13:0 გაქცევა მოაწყვეს და 49:37 დაწინაურდნენ. პორტუგალიელებმა მეოთხე პერიოდის დასაწყისში სხვაობის 4 ქულამდე შემცირება (58:64) მოახერხეს, თუმცა სწორედ ამ ეპიზოდის შემდეგ მეფარე ბექა ბურჯანაძემ სამქულიანი ჩააგდო, ამას მესხისა და ფხაკაძის ზუსტი ტყორცნები მოჰყვა და საბოლოოდ ისეთი სხვაობით ვიმარჯვეთ, სარეაბილიტაციოდ რომ გამოდგებოდა და თან ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საკმარისი იყო.
ქართველთა რიგებში სწორედ ბექა ბურჯანაძე გამოირჩა, რომელმაც 13-დან 6 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი, 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო და კინაღამ სამმაგი დუბლი შეასრულა. მას ამ იშვიათ და საამაყო მაჩვენებლამდე სამი დაფარება დააკლდა: 25 ქულა, 11 მოხსნა, 7 დაფარება. ჩვენი მომდევნო მეტოქე ბელარუსი ან ლუქსემბურგი იქნება.