მიხეილ კობეშავიძისა და გია კაზანჯიანის ხელმძღვანელობით, საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე თავისი პირველი შეხვედრა მოიგო. ჩვენმა კალათბურთელებმა ისრაელის ნაკრები 82:75 დაამარცხეს.არადა, მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე ქართველები 10 ქულას აგებდნენ.საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც გუნდს 24 ქულა შესძინა. ამასთან ერთად, მან შეტევაში 5-ჯერ მოხსნა ბურთი, შეხვედრა კი ორმაგი დუბლით დაასრულა.საერთოდ, საქართველოს ნაკრებმა შეტევაში გაკეთებული მოხსნებით მეტოქეს აშკარად აჯობა – 21:11, ასეთი იყო ქართველების უპირატესობა.ასევე კარგად ჩაატარა მატჩი ჩვენი ნაკრების კაპიტანმა ტატო თავართქილაძემ, რომელმაც დაცვაშიც იაქტიურა და მატჩი 4 ჩაჭრითა და 2 დაფარებით დაასრულა.მეორე ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩში საქართველოს კადეტთა ნაკრები საფრანგეთს დაუპისრისპირდება.
E ჯგუფი
საქართველო – ისრაელი 82:75 25:24, 11:21, 18:19, 28:11საქართველო: შენგელია (24 ქ. 11 მ. 2 ჩ. 1 პ), ჩიკვილაძე (21 ქ. 6 მ. 2 ჩ. 1 პ. 1 დ), ბაქრაძე (15 ქ. 3 პ. 1 მ. 1 დ), თავართქილაძე (11 ქ. 8 მ. 4 პ. 4 ჩ. 2 დ), ელანიძე (6 ქ. 7 მ. 2 პ), დვალიშვილი (4 ქ. 13 მ. 5 დ), იოსელიანი (1 ქ. 1 პ. 1 მ), მაღლაკელიძე, ხეთაგური, ჭოხონელიძე, სულაბერიძე, ბოქოლიშვილი.
ესპანეთი – საფრანგეთი 65:4615:10, 23:12, 15:12, 12:12
იტალია – სერბეთი 66:8610:21, 16:22, 25:23, 15:20
სატურნირო მდგომარეობა
1. ესპანეთი 4:02. სერბეთი 4:03. საფრანგეთი 2:24. იტალია 1:35. საქართველო 1:36. ისრაელი 0:4