ქართველმა კადეტებმა შავი ზღვის თამაშებზე მეორე მატჩი მოიგეს

საქართველოს კადეტთა ნაკრებმა შავი ზღვის თამაშებზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში აზერბაიჯანის ნაკრები 82:64 დაამარცხა. ამ ჯგუფში ერთადერთი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი – აზერბაიჯანი საბერძნეთს შეხვდება.მიხეილ კობეშავიძის ნაკრებში შესანიშნავად ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელიც პირველი მატჩის დარად, ამჯერადაც ყველაზე შედეგიანი იყო ჩვენი გუნდის შემადგენლობაში.შეხვედრაში არ მიუღიათ მონაწილეობა გიორგი ხეთაგურს, ლუკა ჭოხონელიძესა და ლევან სულაბერიძეს.
საქართველო  – აზერბაიჯანი 82:6423:14, 12:24, 24:6, 21:20სქართველო: შენგელია (21 ქ. 8 მ. 3 ჩ. 2 პ. 1 დ), იოსელიანი (18 ქ. 5 მ. 2 ჩ), დვალიშვილი (12 ქ. 15 მ. 3 პ. 2 ჩ. 1 დ).