ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. სარაევო. 27 ივლისი
საქართველო 74:85 ჩერნოგორია
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა ჯგუფში და A დივიზიონში გადასვლისთვის ბრძოლა შეწყვიტა. მიხეილ კობეშავიძის გუნდს ახლა 9–16 ადგილებისთვის მოუწევს ბრძოლა, ხოლო ახალ ჯგუფში ჩვენი მეტოქეები შვეიცარია და ავსტრია იქნებიან. ჩვენთანაა შოტლანდიაც, რომელსაც აღარ შევხვდებით, რაკი პირველ ჯგუფურ ეტაპზე უკვე ვეთამაშეთ და დავმარცხდით. შესაბამისად ქართველები წაგებით იწყებენ ახალ ჯგუფს.
რაც შეეხება ჩერნოგორიასთან მატჩს, მას არც ერთი გუნდისთვი არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. გინდ წაეგოთ, გინდ მოეგოთ, საქართველოცა და ჩერნიგორიაც იმ ადგილებს იკავებდნენ ჯგუფში, რომელიც საბოლოოდ დაიკავეს კიდეც. უბრალოდ, ქართველთათვის პრესტიჟის ამბავი იყო ჯგუფის ლიდერის დამარცხება და დებიუტში ამ საქმეს კარგადაც ართმევდნენ თავს.
პირველი მეოთხედი კობეშავიძის გუნდმადამაჯერებლად – 31:15 მოიგო, რითაც სერიოზული განაცხადი გააკეთა გამარჯვებაზე. თუმცა მეორე ათწუთეული დიამეტრალურად განსხვავებული გამოდგა და ჩერნოგორიელებმა დიდ შესვენებამდე მოახერხეს დაწინაურება – 45:43. ამის შემდეგ ექსიუგოსლავიელებს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ და საბოლოოდ 11 ქულით იმარჯვეს.
ჩვენიანთაგან თავი კვლავ აკაკი დვალიშვილმა გამოიჩინა, რომელმაც 33 ქულას 12 მოხსნაც მოაყოლა და ტურნირის ბომბარდირებში გაერია.
ტურნირზე 28 ივლისი დასვენებაა, ხოლო 29–ში საქართველო შვეიცარიას შეხვდება.
ჩერნოგორია 4 4 0 8
ჰოლანდია 4 3 1 7
შოტლანდია 4 2 2 6
საქართველო 4 1 3 5
რუმინეთი 4 0 4 4
აკაკი დვალიშვილმა 33 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა