ქართველმა ვეტერანებმა იტალიაში ბრაზილია გაანადგურეს

ქართველმა ვეტერანებმა იტალიაში ბრაზილია გაანადგურეს

მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფში იტალიის ნაკრებთნ დამარცხების შემდეგ საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა საკვალიფიკაციო რაუნდში გადაინაცვლა და დღეს ბრაზილიას ეთამაშა. მატჩი ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა და ჩვენების გამარჯვებით – 101:66 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებში 27 ქულით ბომბარდირი გახდა გია სანაძე, რომელმაც ბრაზილიელებს 7 სამქულიანი ჩაუგდო. 16 ქულით გამოირჩა ალექსანდრე ფერიაშვილი, 15 დაუგროვდა ლევან წულაიას, ხოლო ზაზა ღონღაძემ ჩვენს ნაკრებს 10 ქულა მიაშველა.

საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე იტალიის მეორე ნაკრები იქნება. მატჩი 7 ივლისს იტალიის ქალაქ მონტეკატინიში გაიმართება, სადაც უკვე 1 კვირაა, რაც მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: ნოდარ ქორქია (მთავარი მწვრთნელი), გია ბერუაშვილი, გულივერ ახალკაცი, ალექსანდრე ფერიაშვილი, ლევან წულაია, დავით გიორგობიანი, დავით ჩიხლაძე, გია სანაძე, ზურა კობახიძე, ზაზა ღონღაძე, პაატა გურასპაული და ზაზა ცაგარეიშვილი, მსოფლიოს ვეტერანთაა ჩემპიონატზე 50-55 წლიანთა კატეგორიაში გამოდიან.